საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერი: მეფე იცხოვრებს იქ, სადაც დღეს ცხოვრობს პრეზიდენტი
საქართველოს სამეფო კლუბის პრესსპიკერმა, გაიოზ მამალაძემ კლუბის ვებსაიტზე ჯერ კიდევ 2014 წელს გამოაქვეყნა არგუმენტები, თუ რა დაუჯდება საქართველოს მეფის შენახვა. როგორც მამალაძის წერილიდან ირკვევა, სამეფო კლუბი მომავალი მეფის ადგილსამყოფელად პრეზიდენტის ამჟამინდელ სასახლეს მოიაზრებს, გარდა ამისა, როდესაც ახსენებს ხარჯებს, პარალელს ავლებს პრეზიდენტის შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებთან. თუმცა, სამეფო კლუბი თავადვე აღიარებს, რომ საქართველოსთვის ახლა მონარქიის აღდგენა არ არის სასწრაფოდ გადასაჭრელი და უმთავრესი ამოცანა:
"სამეფო კლუბის წევრებმა და საერთოდ ქართველი მონარქისტების დიდი უმრავლესობამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოსათვის უმთავრესი ამოცანაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
ხალხის უდიდესი ნაწილისათვის უმთავრესი პრობლემაა სოციალური გაჭირვების დაძლევა. შრომის, დასვენების, სწავლის, ჩაცმა-დახურვის, მკურნალობის, საცხოვრებლის, და საერთოდ ლუკმა-პურის შოვნის პრობლემა.
გარდა ამისა, ქართველი ხალხის წინაშე დგას არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანები - ეროვნული სახის, კულტურის შენარჩუნება, დემოგრაფიული პრობლემა, დემოკრატიული, ტრადიციული საზოგადოების შექმნის აუცილებლობა.
ჩვენ უნდა შევუქმნათ მომავალ თაობებს ღირსეული, ეკონომიკურად ძლიერი, ტრადიციული, დემოკრატიული სახელმწიფო და რაც მნიშვნელოვანია, ეს პრობლემები უნდა გადავჭრათ რაც შეიძლება მალე...
რა თქმა უნდა, ამ ამოცანების დაძლევა უმთავრესია, და სულაც არ ვფიქრობთ, რომ რაიმე პრობლემა უნდა დაემატოს ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს, რაიმე ხარჯი თუ თავსატეხი, თუნდაც მომავალში.
პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ მომავალში, ხაზს ვუსვამ - მომავალში, საქართველოში აღდგება მონარქია და დადგინდება მისი თანამედროვე სახალხო კონსტიტუციური, საპარლამენტო მონარქიის სახით, ეს ხელს შეუწყობს ზოგიერთი ზემოთჩამოთვლილი პრობლემის გადაწყვეტას.
დღეს, მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე მოგახსენებთ, ძალიან მოკლედ".
სამეფო კლუბის პრესსპიკერის თქმით, სახალხო კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში მეფე ასრულებს ზუსტად იმ მოვალეობებს, რაც რესპუბლიკური მმართველობის შეთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობაა - სახელმწიფოს სიმბოლური მეთაურობა, სახელმწიფო ცერემონიები, უცხოელთა მიღება და სხვა:
"და ეს არ არის უფროს ძვირი, ვიდრე პრეზიდენტის შენახვა.
მეფეს ერთხელ დავადგენთ და არ დაგვჭირდება მილიონობით ლარის დახარჯვა ყოველ ხუთ წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
მეფეს გადავუხდით ზუსტად იმ ხელფასს, რასაც დღეს იღებს პრეზიდენტი, მეტს - არა.
მეფე იცხოვრებს იქ, სადაც დღეს ცხოვრობს პრეზიდენტი.
არ იქნება არავითარი სამეფო კარი. სამეფო კანცელარია კი დაკომპლექტდება პროფესიონალებისგან, როგორც საქმე მოითხოვს და არავითარ შემთხვევაში წარმოშობისა და გვარიშვილობის მიხედვით.
მეფეს დაცვა არ ეყოლება იმაზე მეტი, რაც ჰყავს პრეზიდენტს, პირიქით, შეიძლება ნაკლებიც.
არც მეფის ძმებს და დებს, არც მოგვარეებს და ნათესავებს, არც თავადების შთამომავლებს არ ექნებათ არანაირი პრივილეგიები, არანაირი პენსია და ხელფასი სახელმწიფოსგან.
არც იურიდიულად და არც რეალურად არ იარსებებს რაიმე განსხვავება საქართველოს მოქალაქეებს შორის მათი წინაპრების სოციალური წარმოშობის გამო.და ქართველი მეფის არსებობის შემთხვევაში კიდევ უფრო განმტკიცდება აზრი, რომ ყოველი ქართველი, ყოველი მოქალაქე დიდებულია და საქართველოს ყოველი გვარი კეთილშობილია".
საქართველოში მონარქიის აღდგენაზე საუბარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ, კიდევ ერთხელ, მიმდინარე წლის 18 ივნისს დაიწყო. მას ამ საკითხზე სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც კი შეხვდა, მმართველო გუნდის წევრთა ნაწილმა კი პატრიარქის იდეა მოიწონა.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
დისკუსია: მხარს დაუჭერთ პრეზიდენტის არჩევის ნაცვლად მეფის დანიშვნას?