ბენქსის შესახებ თითქმის ყველას სმენია. ის ცნობილი ანონიმი ინგლისელი სტრიტ-არტისტია, რომელიც პირველად 1990-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და მისი ნამუშევრები ძირითადად სატირაა პოლიტიკურ, კულტურულ და ეთიკურ თემებზე.

წლების მანძილზე, Banksy-ს ვინაობას სხვადასხვა ადამიანს მიაწერდნენ, ბოლო პერიოდში კი მისი ფანები ვარაუდობდნენ, რომ ბენქსი Massive Attack-ის რობერტ დელ ნაია იყო. ცხადია, ეს ეჭვები არც თავად რობერტს და არც ბენქსის, არ დაუდასტურებიათ. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ პოდკასტში, DJ Goldie-ს, რომელიც ბენქსიზე ლაპარაკობდა, არტისტის ნამდვილი სახელი წამოსცდა:

"წააწერეთ მაისურს, მსხვილი, გრაფიტის სტილის ასოები, ქვეშ მიაწერეთ, რომ ავტორი ბენქსია და მორჩა, ეგრევე გაიყიდება. თუმცა, რობს არ ეწყინოს, ის ძალიან მაგარი არტისტია და მან ხელოვნება თავდაყირა დააყენა", თქვა Goldie-მ, როცა გრაფიტისა და სტრიტ არტზე ლაპარაკობდა

არის თუ არა ეს რობი, ის რობი, არ ვიცით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბენქსის მნიშვნელობას, მთავარი მისი ნამუშევრებია.