ევროპელებში მომავლის რწმენა იზრდება
ევროკავშირის 10 უმსხვილეს ქვეყანაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ევროპელებს ევრო-ინსტიტუტებისადმი რწმენა უბრუნდებათ. "ბრექსიტი"-დან ერთი წლის შემდეგ, ევროპელების უმრავლესობა ამბობს, რომ მათ არ სურთ "ბრექსიტის" პროცესი გაგრძელდეს და ევრობლოკი სხვა ქვეყნებმაც დატოვონ.
ევროკავშირისადმი მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია 30 წლამდე ახალგაზრდებში, რომლებსაც ევროკავშირამდე ეპოქა არც ახსოვთ.
ევროკავშირში არსებული განწყობების შესახებ კვლევა "პიუს კვლევების ცენტრმა" გამოაქვეყნა. 2017 წლის მარტში და აპრილში ორგანიზაციამ ათი ათასამდე ევროპელი გამოკითხა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით ბრექსიტის, შიდა ტერორიზმის და ლტოლვილთა პრობლემების მიუხედავად, ევროკავშირისადმი ევროპელების კეთილგანწყობა იზრდება.
"ეს ჩვენი გლობალური კვლევის ნაწილია, რომელსაც 38 ქვეყანაში ვატარებთ. ყოველწლიურად ევროპელებს ვეკითხებით მათ აზრს ევროპულ პროექტზე. წელს გამოკითხვები ევროპის ათ უმსხვილეს ქვეყანაში ჩავატარეთ და ის წარმოადგენს ევროპის მოსახლეობას. ვხედავთ, რომ მოსახლეობის განწყობა ბევრი საკითხისადმი უფრო დადებითია ვიდრე, მაგალითად, გასულ წელს იყო," ამბობს "პიუს" გლობალური კვლევების დირექტორი რიჩარდ უაიკი.
გამოკითხვები საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ესპანეთში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ეს 10 ქვეყანა ევროპის კავშრის მოსახლეობის დაახლოებით 80 და ეკონომიკის 84%-ს შეადგენს.
ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგები იმედისმომცემია და ის ევროპელების ოპტიმიზმს აჩვენებს.
"ჩვენ ვხედავთ ოპტიმიზმს ევროპელებში, ასევე ვხედავთ რომ მათ სჯერათ ევროპული ინსტიტუტების. ევროპელებს სჯერათ ევროპული მომავლის. ამავდროულად, კვლევები გვიჩვენებს საკითხებს, რომლებზეც სამუშაოა. არის სუსტი წერტილებიც, თუმცა განწყობები გასულ წელთან შედარებით უკეთესია. ევროპას და შეერთებულ შტატებს, როგორც დემოკრატიებს, აქვთ უნარი გამოასწორონ ხარვეზები, ეს უნარი დიქტატურებს არ გააჩნიათ."
ევროკავშირისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩევიან 18-დან 29-წლამდე ასაკის ახალგაზრდები. მათ 73%-ს სჯერა ევროკავშირის. სანდოობის დონე დაბალია უფროს თაობაში, 50 წელს გადაცილებულ გამოკითხულებს შორის ეს მაჩვენებელი 58%-ია.
"ჰადსონის ინსტიტუტის" მკვლევარი და საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის კამპანიის ერთ-ერთი მრჩეველი ბენჯამენ ჰადადი ამბობს, რომ კვლევა იმედისმომცემია, რადგან მთლიანობაში ევროპის კავშირისადმი ადამიანები უფრო დადებითად არიან განწყობილნი ვიდრე უარყოფითად.
"ევროპელების უმეტესობას ევროპის კავშირში დარჩენა სურთ, ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ბრექსიტის ეფექტი. ევროპელებს არ სურთ იგივე მოხდეს მათ ქვეყანაში. მეორე მნიშნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება," ამბობს ჰადადი.
ათ ქვეყანაში გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ "ბქერსიტი" ევროკავშირისთვის ცუდი იქნება. ეს მოლოდინი განსაკუთრებით მაღალია შვედეთში (86%), ნიდერლანდებში (80%) და გერმანიაში (74%).
თავად ბრიტანელებში "ბრექსიტის" შედეგებზე აზრი თითქმის თანაბრადაა დაყოფილი. გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ "ბრექსიტი" ბრიტანეთისთვის კარგი იქნება, 48% კი უარყოფითადაა განწყობილი.
ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ამბობს, რომ კვლევის შედეგები ასევე აჩვენებს იმ სფეროებს, რომლებზეც ევროპის კავშირს მთავარი დებატები წინ აქვს.
"კვლევის შედეგებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ევროპელებს აწუხებთ მიგრაციის საკითხი, ამავე თემას უკავშირდება მათი უსაფრთხოება და ტერორიზმის შიში. ევროპელებს ასევე აქვთ კითხვები იმაზე, თუ როგორი იქნება ეკონომიკა და ვაჭრობა მომავალში. ევროპამ ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს."
პიუს კვლევების ცენტრი ახლა კიდევ ერთ გლობალურ პროექტზე მუშაობს. ევროპის კავშირისადმი განწყობების შესწავლის შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კვლევითი ინსტიტუტი ახლა ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის მიმართ არსებულ განწყობებს და მოლოდინებს იკვლევს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები