ჩრდილოეთ კორეა: ოტო ვარმბაიერის გარდაცვალების მიზეზი ჩვენთვის ამოუხსნელია
ამერიკელი სტუდენტის ოტო ვარმბაიერის გარდაცვალების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის მედიამ განაცხადა, რომ მისი გარდაცვალება მათთვისაც იდუმალებითაა მოცული. ინფორმაციას CNN ავრცელებს
ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიაში, პარასკევს გამოაცხადეს, რომ ვარმბაიერს მკურნალობდნენ შიდა კანონმდებლობის მიხედვით და გაურკვეველია, მათთვის, თუ რატომ აცხადებს ამერიკული მხარე, თითქოს სტუდენტს აწამებდნენ, ან ცუდად ეპყრობოდნენ.
"ის ფაქტი, რომ ვარმბაიერი, რომელიც ჯანმრთელად იყო, ამერიკაში დაბრუნებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გარდაიცვალა, ძალიან უცნაურია ჩვენთვის" - აცხადებს სააგენტო.
ვარმბაიერი კომაში იყო, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა. ის კომაში ერთი წლის განმავლობაში იყო. ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ვარმბაიერის ეს მდგომარეობა ბოტულიზმმა და ძილის წამალმა გამოიწვია, რაც ამერიკელმა ექიმებმა არ დაადასტურეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ვარმბაიერს ტვინის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული და მისი ორგანიზმი დასუსტებული იყო.
ოტო ვარმბაიერი 2016 წლის 2 იანვარს ფხენიანის აეროპორტში დააპატიმრეს, როდესაც ჩრდილოეთ კორეაში ხუთღიანი ტურის შემდეგ, ჯგუფთან ერთად, ტურისტის სტატუსით ჯერ პეკინში და შემდეგ ჰონგ-კონგში ჯგუფელებთან მიდიოდა.
ვარმბაიერს გასულ წელს 15 წლით მძიმე შრომა მიუსაჯეს, ჩრდილოეთ კორეის სასტუმროს კედლიდან პროპაგანდისტული შინაარსის პოსტერის მოპარვის გამო.
დაპატიმრების შემდეგ, ვარმბაიერი ჩრდილოეთ კორეაში გამართულ კონფერენციაზე ემოციურად წარსდგა, ბრალი აღიარა და გადარჩენა ითხოვა:
"მადლობა, რომ ამ კონფერენციის გამართვის საშუალება მომეცით, მადლობა ჩრდილო კორეის მთავრობას. ბოდიშს ვიხდი ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, გევედრებით მაპატიოთ და გევედრებით გადამარჩინოთ. მე ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი შეცდომა დავუშვი, რადგან მანიპულაციის ქვეშ ვიყავი, გთხოვთ, იმოქმედეთ და გადამარჩინეთ".
ჩრდილოეთ კორეიდან დახსნილი ტყვეები ამბობენ, რომ, მათ წარდგენილი ბრალის აღიარებას წამებით აიძულებენ.
ოჯახმა ვარმბაიერის გვამის გაკვეთაზე უარი განაცხადა. მათი თქმით, 22 წლის ამერიკელის სიკვდილი ჩრდილოეთ კორეაში წამებამ გამოიწვია:
"ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, ოტო ვერ ლაპარაკობდა, ვერ ხედავდა და არ რეაგირებდა, როცა მას ველაპარაკებოდით. სამწუხაროდ, იმ საშინელი მოპყრობის შემდეგ, რაც ჩვენმა შვილმა ჩრდილოეთ კორეელების ხელებში გამოიარა, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა და ჩვენ ახლა ამ ტრაგიკული რეალობის წინაშე ვართ".
ოჯახის წევრებმა ვარმბაიერის მდგომარეობის შესახებ მისი გათავისუფლების დღეებში შეიტყვეს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები