27 და 28 ივნისს SOU Festival-ის მორიგი ღონისძიებები გაიმართება
SOU Festival 2017-ის ორთვიანი პროგრამა დასასრულს უახლოვდება. ფესტივალის ფარგლებში კიდევ სამი მუსიკალური საღამო ჩატარდება, რომელშიც სტივენ ო’მელი, Xylouris White და კეიჩირო შიბუია და ჰაცუნე მიკუ მიიღებენ მონაწილეობას.
დღეს, 27 ივნისს, სამეფო უბნის თეატრში სტივენ ო'მელი დაუკრავს. პოსტ-მეტალის მსმენელთათვის გიტარისტი სთივენ ო’მელი საკულტო მუსიკოსია, თუმცა მისი შექმნილი მუსიკის უდიდესი ნაწილი არ განეკუთვნება პოსტ-მეტალს: მისი სოლო-კარიერა და სხვა კოლაბორაციები, ძირითადად, დრონზეა ორიენტირებული. გიტარის ტემბრი სიეტლელი არტისტის ექსპერიმენტებში იმდენად ამოუწურავი და რესურსებით სავსეა, რომ ის მას ცალკეულ მუსიკალურ ფორმად იყენებს. მეტალის პირქუში, მძიმე და სიბნელით მოცულ განწყობებს ო’მელი ახლა მეტი სიღრმით და უფრო ფართო მუსიკალურ მასშტაბებში ეძებს.
მისი კოლაბორაციების გრძელი სია ისეთ სახელებს უკავშირდება როგორებიცაა: Merzbow, იოჰან იოჰანსონი, Nurse With Wound, აარონ თერნერი და მრავალი სხვა. ის ვიზუალური ხელოვნების სფეროშიც მოღვაწეობს და საკუთარი ალბომების ყდებს ქმნის, ხოლო მისი ლეიბლი Ideologic Organ ვიზუალური ხელოვნებით, ფილოსოფიითა და საინტერესო რელიზებით გაჯერებული ექსპერიმენტული მედია-პროდუქტია.
ხვალ, 28 ივნისს კი, ნოდარ დუმბაძის სახელოობის მოზარდა მაყურებელთა თეატრში, Xylouris White წარსდგება მსმენელის წინაშე. ეს პროექტი პოსტ-როკისა და ბერძნული ფოლკლორის უნიკალური ჰიბრიდია — ბერძენი ფოლკ-მუსიკოსის, გიორგის ქსილურისისა და ცნობილი ავსტრალიური ბენდის Dirty Three-ს დრამერის, ჯიმ უაითის დუეტი. ქსილურისი კრეტული მუსიკალური ტრადიციების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, ლოცვისმაგვარი ვოკალური მანერითა და დრამატიზმით. უაითი კი ცნობილი ავტორი, პროდიუსერი და ავსტრალიური პოსტ-როკ ბენდის, Dirty Three-ს დრამერია. მისი შესრულების უნიკალურმა სტილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნიკ ქეივის, ფი ჯეი ჰარვის, ბონი პრინს ბილისა და Cat Power-ის შემოქმედებაში. ავანტ-როკისა და ანტიკური მუსიკის შერწყმის შედეგად მივიღეთ Xylouris White, რომელიც თანამედროვე სცენაზე ექსპერიმენტული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია.
თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, SOU Festival 2017, 15 მაისს დაიწყო და 5 ივლისამდე გაგრძელდება. Sou Festival 2017 "Check in Georgia-ს" ფარგლებში იმართება.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები