სკოლამდელი განათლების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს
კანონპროექტი "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ", პარლამენტის 4 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს. როგორც პროექტშია განმარტებული, იგი საქართველოში სკოლამდელი დაწესებულებების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, მათ განვითარებასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას გულისხმობს. კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ოთარ ჩრდილელი.
პროექტის ინიციატორების თქმით, ორსაფეხურიანი სწავლების სისტემა იქნება გათვალისწინებული, მათ შორის ადრეული განათლება და ზრუნვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და სკოლამდელი განათლება 2 წლიდან სკოლაში შესვლამდე. კანონპროექტის მიხედვით, თითოეული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება უზრუნველყოფს ინკლუზიურ განათლებას.
კანონპროექტით ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის წესს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური განახორციელებს. პროექტის ავტორების განმარტებით, სავალდებულო ავტორიზაციის წესებს მთავრობა დაადგენს, კერძოდ ცნობილია ავტორიზაციისთვის ხუთი ძირითადი პირობა და ესენია, სწავლა/სწავლების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, სანიტარულ ჰიგიენური პირობები, სურსათის უვნებლობა და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტის დაცვა.
ამას გარდა, კანონპროექტის ინიციატორების თქმით, საკანონმდებლო დონეზე ბაღებში და ბაგა-ბაღებში, ბავშვთა რაოდენობა განისაზღვრება ჯგუფებში, ასაკის მიხედვით. დოკუმენტის თანახმად, 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში არაუმეტეს 25 ბავშვი იქნება, ხოლო 3-დან 4 წლამდე - არაუმეტეს 30 ბავშვისა.
ასევე, პროექტში აღნიშნულია ისიც რომ ინიციატივა ფინანსურ ზეგავლენას მოახდენს სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რადგან მათ ავტორიზაციის პირობების დაკმაყოფილება და მისი შესაძლო საფასურის გადახდა მოუწევთ.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ ინიციატივა შემუშავებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერითა და კონსულტაციით.
ავტორთა განმარტებით, დღესდღეობით არ არსებობს რაიმე კანონი, რაც სკოლამდელ დაწესებულებებსა და მათ საქმიანობას არეგულირებს. მათი თქმით, ამჟამად, არანაირი სტანდარტი არ არის სააღმზრდელო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ბავშვთა ძალადობისგან დასაცავად.
კანონის ამოქმედების ვადა, მიღების შემთხვევაში, 2017 წლის 1 სექტემბერია.
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
კომენტარები