დღეს, 28 ივნისს სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა საქართველოსთვის. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ ბოლო სამ თვეში, 37 600-ზე მეტმა პირმა ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით და აქედან მხოლოდ 0,3 პროცენტი (113 პირი) არ შეუშვეს საზღვარზე.

ფოტო: On.ge

თამარ ხულორდავამ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ პერიოდში მგზავრების ნაკადი ევროკავშირის მიმართულებით გაზრდილია 2,5-ზე მეტჯერ:

"ეს რიცხვი ძალიან სასიხარულოა იმიტომ, რომ ეს არის რეალური ინტეგრაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი, შედეგის მომტანი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა იზრდება ევროკავშირის ქვეყნებში".