ESA გრავიტაციულ ტალღებზე მონადირე LISA-ს 2034 წელს გაუშვებს
LISA (Laser Interferometer Space Antenna) მზადაა. ის ათწლეულების განმავლობაში მზადდებოდა, მისი გაშვება მრავალჯერ გადაიდო, თუმცა ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გრავიტაციული ტალღების შემსწავლელ ზონდს ოფიციალურად აუნთო მწვანე შუქი. სამი ზონდისგან შემდგარ LISA-ს 2034 წელს გაუშვებენ.
LISA სამი იდენტური თანამგზავრისგან შემდგარი სისტემაა, რომელიც მზის გარშემო ბრუნვისას სამკუთხედის ფორმაზე განლაგდება, თითოეულ თანამგზავრს შორის მანძილი 2,5 მილიონი კილომეტრია. ამ სამკუთხედის გვერდები მძლავრი ლაზერებია, რომლებიც თანამგზავრებს შორის წინ და უკან იმოძრავებენ.
როდესაც შავი ხვრელის მსგავსი დიდი ობიექტები სივრცეში მოძრაობენ, ისინი გრავიტაციულ ტალღებს წარმოქმნიან - ჭავლებს, რომლებიც ჭიმავენ და კუმშავენ სივრცე-დროს. LISA-ს თანამგზავრები დააფიქსირებენ, თუ როგორ ამრუდებს ეს ტალღები სივრცეს. ეს კი ძალიან მცირე ცვლილებებით უნდა დაინახოს, რომელიც ლაზერის სხივის მოძრაობაში დაფიქსირდება.
ამ მცირე ცვლილებების დასაფიქსირებლად, ლაპარაკია მეტრის მეტრილიონედ ნაწილზე, LISA-ს მოუწევს, კოსმოსური სხივებისა და მზის სინათლისგან თავის დაცვა. LISA Pathfinder-ის მისიამ, რომელიც 2015 წლის დეკემბერს გაუშვეს, დაამტკიცა, რომ ასეთი მგრძნობელობის თანამგზავრის შექმნა ნამდვილად შესაძლებელია.
შავ ხვრელებზე ნადირობა
ასეთი მაღალი მგრძნობიარობის გამო, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იქნება უზარმაზარ მონაცემებში ისეთი სიგნალის პოვნა, რომელიც სამეცნიერო კვლევისათვის ღირებული იქნება.
„საოცარი რამეა - შეგვიძლია, სამყაროში ყველაფერს მოვუსმინოთ გრავიტაციული ტალღების საშუალებით“. - ამბობს მარკ მაკორიანი, ESA-ს მთავარი მრჩეველი მეცნიერებასა და კვლევაში. მისი თქმით, LISA-ს კვლევაში მთავარი სამიზნე შეჯახებაში მყოფი ზემასიური შავი ხვრელები იქნებიან, რომლებიც მილიონჯერ დიდები არიან LIGO-ს მიერ დაფიქსირებულ შავ ხვრელებზე. ლაზერული ინტერფერომეტრული გრავიტაციული ობსერვატორია (LIGO) დედამიწაზე მდებარეობს და უკვე მესამედ დააფიქსირა აინშტაინის მიერ 101 წლის წინათ ნაწინასწარმეტყველები ტალღები.
რადგანაც ზემასიური შავი ხვრელები ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო ნელა ეხვევიან სპირალურად, ვიდრე პატარები, LISA-ს შესაძლებლობა ექნება, სიგნალი გადაუგზავნოს ასტრონომებს შავი ხვრელების შეჯახებაზე, ამის შედეგად კი არა მარტო ასეთი ინსტრუმენტებით დავაკვირდებით შავ ხვრელებს, არამედ ტელესკოპებსაც მივმართავთ მათკენ.
„ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, თვეების განმავლობაში დავინახოთ სიგნალები, ასე რომ, საკმარისი დრო გვექნება, მივმართოთ სხვა ყველა ტელესკოპი ცის კონკრეტულ წერტილში, რათა დავინახოთ, არის თუ არა სხვა სიგნალი იმ არეალიდან, სადაც ეს შეჯახება ხდება“. - ამბობს მარკ მაკორიანი. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ უკეთ გავიგებთ შავი ხვრელების ბუნებას.
ამავე კომიტეტის შეხვედრაზე, რომელმაც LISA-ს მწვანე შუქი აუნთო, ESA-მ ასევე განიხილა ახალი ეგზოპლანეტების მაძიებელი ობსერვატორია PLATO. მშენებლობა ზონდზე მალე დაიწყება, რომელიც ცის უზარმაზარ რეგიონზე დააკვირდება კაშკაშა ვარსკვლავებს და მოძებნის ეგზოპლანეტებს - სხვა ვარსკვლავების გარშემო მბრუნავ პლანეტებს.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები