თემიდა: კავკასუს ონლაინი დომეინის, Intersex.ge-ს რეგისტრაციას აფერხებს
ლგბტქი ასოციაცია - თემიდა რამდენიმე დღეა კავკასუს ონლაინისგან უშედეგოდ ელის დომეინის – Intersex.ge-ს რეგისტრაციას. როგორც თემიდას აღმასრულებელი დირექტორი, კობა ბიწაძე ამბობს, ორგანიზაციამ დომეინის რეგოსტრაციაზე განაცხადი 25 ივნისს გააკეთა:
"მეილზე მოვიდა პასუხი, რომ ორი2 სამუშაო დღის განმავლობაში მივიღებდით შეტყობინებას დომენის სახელის ვალიდაციის შესახებ ანუ, მაქსიმუმ გუშინ (27 ივნისს) უნდა ყოფილიყო. დღეს დავრეკეთ და ოპერატორი გვეუბნება რომ მეილზე მიიღებთ პასუხს, მაგრამ ცენზურის გამო, შეიძლება, არ დაგირეგისტრირონო. ველოდეთ პასუხს".
კობა ბიწაძე ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში ასევე წერს, რომ მათ დღეს კიდევ დარეკეს კავკაზუს ონლაინში, მაგრამ რადგან სამუშაო საათები დასრულდა, პასუხის გაცემას დილისთვის დაჰპირდნენ.
"გაფრთხილებთ: ცენზურის გამო უარი რომ მოგვივიდეს, მივმართავთ სასამართლოს! დასერჩეთ მაინც, რას ნიშნავს ინტერსექსი! პასუხის დაგვიანებაზეც არ ვაპირებთ თვალის დახუჭვას და ბარემ ცენზურაც მიუმატეთ, რომ ერთიანად მოვამზადოთ სარჩელი", - აცხადებს თემიდას აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც კობა ბიწაძემ On.ge-ს უთხრა, საიტი Intersex.ge იქნება ინტერსექს ადამიანთა შესახებ. მისივე თქმით, საიტი შემეცნებითი ხასიათის იქნება:
"ამ თემაზე ქართულად მხოლოდ რამდენიმე სტატიას თუ წააწყდები ინტერნეტში. სამედიცინო უნივერსიტეტში კი შეისწავლიან ამ თემას, მაგრამ იქ მოძველებულ ტერმინს - ჰერმაფროდიტს იყენებენ და ძველი მიდგომებით ხელმძღვანელობენ. ჩვენს საიტზე კი თავს ვუყრით ახალ ინფორმაციას ინტერსექს ადამიანთა პრობლემებზე, გამოწვევებზე, მაგალითად, იქნება სტატიები იმის შესახებ თუ რატომ უკეთებენ ექიმები ინტერსექს ბავშვებს და ჩვილებს ხშირად არასაჭირო ოპერაციებს, ინტერსექსთა რა ვარიაციები არსებობს და ა.შ."
ინტერსექსი ნიშნავს პირს, რომელსაც ორივე სქესისათვის დამახასიათებელი ანატომიური ნიშან-თვისებები გააჩნია.
On.ge შეეცდება გაარკვიოს, რა მიზეზით აფერხებს კავკასუს ონლაინი დომეინის, Intersex.ge-ს რეგისტრაციას.
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები