ჰოლი ბერი ამბობს, რომ მისი ისტორიული გამარჯვება ოსკარზე, საერთოდ არაფერს ნიშნავს
ჰოლი ბერი პირველი და ამ დრომდე ერთადერთი ფერადკანიანი ქალია, რომელმაც ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ განაცხადა, ეს ისტორიული გამარჯვება მისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს.
"როდესაც მოვლენებს აკვირდები და ხვდები, რომ შენ შემდეგ არაფერი შეცვლილა და ისევ შენ ხარ ის ერთადერთი ფერადკანიანი ქალი, ვინც ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო, ასკვნი რომ ეს გამარჯვება შენთვის აღარაფერს ნიშნავს. 15 წელი გავიდა და ერთადერთი ვარ ვინც სცენაზე ამ ჯილდოს ასაღებად ავიდა, ეს არ არის სწორი", ამბობს ჰოლი ბერი.
შეგახსენებთ, რომ ბერიმ ოსკარი 2002 წელს საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო ფილმისთვის მონსტრების მეჯლისი.
"მინდა მეტი დრო დავუთმო პროდიუსინგს, მინდა ფერადკანიან მსახიობ ქალებს დავეხმარო. მე ამ თემაზე გამუდმებით ვესაუბრები ამერიკის კინოაკადემიას, იმედი მაქვს ერთად გამოვნახავთ სწორ გზას", თქვა ჰოლი ბერიმ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2016 წელს ბევრმა მსახიობმა ოსკარს ბოიკოტიც გამოუცხადა. შარშანდელი პროტესტი ერთი მთავარი საკითხით იყო ინსპირირებული: ზედიზედ ორი წლის განმავლობაში საშემსრულებლო კატეგორიებში არც ერთი აფროამერიკელი მსახიობი არ იყო წარდგენილი. ბოიკოტისკენ მსახიობებს უილ სმიტის მეუღლემ, ჯადა პინკეტ სმიტმა მოუწოდა და თქვა, რომ ოსკარის დაჯილდოებაზე აფროამერიკელების დანახვა ყოველთვის უხარიათ, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხალხს აცინებენ და ჯილდოებს არიგებენ.
მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ვარსკვლავმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალს ბოიკოტი გამოუცხადა, ამერიკული კინოაკადემიის მესვეურებმა სერიოზული გადწყვეტილება მიიღეს. აკადემიის პრეზიდენტმა შერილ ბუნ აიზეკმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აკადემიას მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. 2016 წლიდან კინოაკადემიის წევრთა ჯგუფი მრავალფეროვანი გახდა ყველა კუთხით, სქესის, რასის, ეროვნებისა და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით.
2017 წლის ოსკარზე კი ისტორიაში პირველად, საუკეთესო სცენარების კატეგორიაში ორი აფროამერიკელი იყო წარდგენილი. მსახიობი ვაიოლა დევისი კი ისტორიაში პირველი აფროამერიკელი გახდა, რომელიც მესამედ წარადგინეს ოსკარზე და საბოლოო ჯამში პრიზიც გადასცეს, თუმცა ამ შემთხვევაში როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ ქალ მსახიობს.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები