ფოტოები: კინოისტორიის საკულტო კოსტიუმები
კოსტიუმების დიზაინერი კინოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიაა. მათი ღვაწლის დასაფასებლად კი ამერიკის კინოაკადემიამ 1948 წელს ოსკარზე სპეციალური ნომინაციაც კი დაამატა.
სწორედ ისინი ქმნიან ერთ-ერთ კინოში მთავარ კომპონენტს, გვიჩვენებენ ეპოქას და ხშირად ქმნიან განწყობას, ამა თუ იმ პერსონაჟის ხასიათს.
ხშირ შემთხვევაში სწორედ მათი წყალობით ხდება კინოსურათი საკულტო და ისტორიული, ტანსაცმელი კი რომელიც პერსონაჟებს აცვიათ ხშირად მოდის განმსაზღვრელიც კი ხდება.
კინოს ისტორიაში მრავლად მოიძებნება ისეთი ფილმი, რომლებშიც კოსტიუმების დიზაინერმა საკულტო კოსტიუმები შექმნა. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ერთ სტატიაში ვერ ჩავატევთ, თუმცა გთავაზობთ რამდენიმეს.
ვივიენ ლის კაბა ფილმიდან ქარწაღებულნი
სკარლეტ ოჰარას მწვანე კაბა უოლტერ პლანკეტმა შექმნა, რომელიც წლების შემდეგ, ბევერლი ჰილსის აუქციონზე, $137 ათასად გაიყიდა.
ანიტა ეკბერგის კაბა ფილმიდან ტკბილი ცხოვრება
თუ ფელინის ტკბილი ცხოვრება ნანახი გაქვთ, აუცილებლად გემახსოვრებათ ანიტა ეკბერგის პერსონაჟის ცეკვა შადრევანში. შესაძლოა სწორედ ეს კაბა გახდა იმის მიზეზი, რომ ფილმმა, უფრო კონკრეტულად კი ფელიპე ჟერარდიმ, 1960 წელს საუკეთესო კოსტიუმების დიზაინერის ნომინაციაში ოსკარი მიიღო.
ოდრი ჰეპბერნის კაბა ფილმიდან საუზმე ტიფანისთან
ჰოლი გოლაითლი, გარდა იმისა, რომ როგორც პერსონაჟი ისე შევიდა კინოს ისტორიაში, ხშირად, ყველას შავი კაბითა და მუნდშტუკით ახსენდება. წლების შემდეგ, ჟივენშის საკულტო კაბა $807 ათასად გაიყიდა.
ბეტ დეივისის კაბა ფილმიდან ყველაფერი ევას შესახებ
როდესაც ფილმზე ყველაფერი ევას შესახებ საუბრობ, პირველი რაც გახსენდება ბეტ დეივისის პერსონაჟი მარგო ჩანინგი, მისი კაბა და სიგარეტია, რომელიც მას გამუდმებით ხელში უჭირავს. შეიძლება ითქვას, რომ დიზაინერმა ედიტ ჰედმა ზუსტად გაარტყა და ფილმისთვის ნამდვილად შთამბეჭდავი კოსტიუმები შექმნა.
ოდრი ჰეპბერნის კაბა ფილმიდან საბრინა
ჟივენშისა და ოდრის კოლაბორაციამ ამ შემთხვევაშიც გაამართლა.
კატრინ დენევის კაბა ფილმიდან დღის ლამაზმანი
ივ სენ ლორანმა, 1967 წელს, კატრინ დენევს ფილმისთვის დღის ლამაზმანი ძალიან ბევრი ლამაზი სამოსი შეუკერა, თუმცა როდესაც ამ ფილმზე საუბრობენ ხშირად იხსენებენ შავ კაბას, რომელმაც დენევის პერსონაჟს იდუმალება და მისტიკურობა შემატა, საბოლოო ჯამში კი მის ერთ-ერთ სიმბოლოდაც იქცა.
კვლავ ოდრის კაბა ფილმიდან ჩემი მშვენიერი ლედი
ამ კაბასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ისტორია არსებობს. წლების წინ ის მსახიობმა დები რეინოლდსმა $100 ათასად შეიძინა, შემდეგ კი $3.7 მილიონად გაყიდა აუქციონზე.
ჯულია რობერტსის კაბა ფილმიდან ლამაზმანი
ყოფილი სექს მუშაკის, ვივიენის კაბა, რომელიც მას ოპერაში ეცვა, დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალად ითვლება არამხოლოდ ფილმისთვის, არამედ კინო დიზაინის ისტორიაშიც.
მერილინ მონროს კაბა ფილმიდან ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს
მერილინ მონროსა და უილიამ ტრავილლას კოლაბორაციამ ნამდვილად საკულტო კაბა შექმნა.
მერილინ მონროს კაბა ფილმიდან შვიდი წლის თავზე
ამ კადრით ყველაფერი ნათქვამია.
-
გადახედვაპროტესტი გმირთა მოედანზე — რა ხდება პროტესტი გმირთა მოედანზე — რა ხდება
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
კომენტარები