ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი: ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩენილია 2017 წელსაც
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა On.ge-ს ელექტრონული მიმოწერის საშუალებით უპასუხა, რომ ტყვიის საგანგაშო დოზა საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში აღმოჩნდა 2017 წელსაც.
On.ge-მ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტს მიმართა კითხვით, ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზის შემცველობის შესახებ ისინი კვლავ აფრთხილებენ თუ არა პოტენციურ მომხმარებლებს, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:
"დიახ, ჩვენ ვაგრძელებთ ნიუ-იორკში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების იდენტიფიცირებას, რაც დაკავშირებულია საქართველოში ნაყიდი, ან საქართველოდან გამოგზავნილი სუნელების მოხმარებასთან. ჩვენ, ზოგადად, რეკომენდაციას ვაძლევთ ადამიანებს, რომ სუნელები შეიძინონ ნიუ-იორკის ადგილობრივ მაღაზიებში. ჩვენი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან გამოგზავნილ სუნელებში უფრო მეტად არის ტყვიის მაღალი შემცველობა, ვიდრე აშშ-ს მაღაზიებში ნაყიდ სუნელებში".
როგორც ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი On.ge-სთვის გამოგზავნილ წერილში წერს, ისინი საფრთხის შესახებ რეგულარულად აფრთხილებენ ქართული სუნელების პოტენციურ მომხმარებლებს.
უწყების ინფორმაციით, ისინი უკვე წლებია ამოწმებენ საქართველოში წარმოებულ, სხვადასხვა სახის სუნელს ტყვიის შემცველობაზე და დარღვევებს რეგულარულად პოულობენ. მათ შორის, "საგანგაშო ოდენობის" ტყვია აღმოჩნდა 2017 წელს შემოწმებულ სუნელებშიც. თუმცა, წერილში არ წერია, კონკრეტულად რომელი ბრენდის, ან რა სახით დაფასოებული სუნელებია შემოწმებული და საფრთხის შემცველი. ამის დაზუსტებას ჯანდაცვის დეპარტამენტი უახლოესი დღეებისთვის დაგვპირდა.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, მათ მიერ ერთ-ერთ ნიმუშში აღმოჩენილი ტყვიის საგანგაშო ოდენობა იყო 27 000 ppm (27 000 ერთეული მილიონზე) მაშინ, როცა, მაგალითად, ტკბილეულში ტყვიის დასაშვები, უსაფრთხო ზღვარია 0,1 ppm.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი გარკვევით ამბობს, რომ მათი გაფრთხილება, ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობაზე, ახლაც ძალაშია. თუმცა, მათ საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ამის შესახებ ჯერ კიდევ 2011 და 2015 წლებში გააფრთხილეს და ინფორმაცია შემდგომი გამოძიებისთვის გაუგზავნეს ქართულ მხარეს. მათივე თქმით, 2015 წელს გამოქვეყნებული გაფრთხილება კი საქართველოს საკონსულოსთან თანამშრომლობით შეიქმნა, რათა გაეფრთხილებინათ ქართული სუნელების პოტენციური მომხმარებლები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხი
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისგან განსხვავებით, პრობლემის არსებობას უარყოფს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო. On.ge-მ 2017 წლის 30 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები პირები ამ დრომდე იღებენ გაფრთხილებას სუნელებში ტყვიის არსებობის შესახებ. გაფრთხილებაში წერია, რომ ტყვიის შემცველი საკვები განსაკუთრებით მავნეა ორსულებისა და ბავშვებისათვის და ის სერიოზულ გართულებებს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი გაფრთხილება On.ge-ს წყარომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. On.ge-მ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა კითხვით, რა იცოდნენ აღნიშნულის შესახებ და ასევე, ბოლოს როდის შეამოწმეს და საერთოდ, შეამოწმეს თუ არა ტყვიის შემცველობაზე რომელიმე სახეობის სუნელი.
საპასუხოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი ახლაც აფრთხილებს მომხმარებლებს ქართული სუნელების შესახებ, ტყუილია. მოგვიანებით, სააგენტომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც მედია დაადანაშაულა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში. უწყების განცხადებაში წერია:
"სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას.
დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან".
On.ge გააგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და ყველა შესაძლო გზით შეეცდება მოიპოვოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახეობის სუნელს ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო მძიმე მეტალების შემცველობაზე, როგორია შემოწმების სიხშირე და შედეგები, ასევე, ბოლოს როდის ჩატარდა მსგავსი შემოწმება.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები