ქართველმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა, პარიზის ოპერაში დალილას როლის შესრულებისთვის, Bachtrack Opera Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ამავე ინფორმაციას აქვეყნებს თავად მეცო-სოპრანო საკუთარი ფეისბუქის გვერდზეც.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ ჟურნალმა Operalife ანიტა რაჭველიშვილი ოპერის ყველაზე ლამაზ მომღერლად დაასახელა.

ანიტა რაჭველიშვილს 2009 წლის 7 დეკემბერს დიდი წარმატება მოუტანა ლა სკალას სეზონის გახსნაზე შესრულებულმა მთვარმა როლმა ოპერა კარმენში. ამის შემდეგ რაჭველიშვილმა კარმენის პარტია ისეთი ოპერის სცენებზე შეასრულა, როგორებიცაა - მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ბერლინის Deutsche Opera, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის Teatro Regio, კანადის ოპერის თეატრი, Arena di Verona და სხვა.