კოლიბრები, ძირითადად, მაღალი ხარისხის დოკუმენტურ ფილმებსა და ფოტოებში გექნებათ ნანახი, თანაც ჭამის პროცესში - როცა ისინი თავიანთი გრძელი ნისკარტებით ყვავილების ნექტარით იკვებებიან.

ახალ კი, შეგიძლიათ, ისინი სხვა სიტუაციაშიც იხილოთ.

რა გასაკვირია და სიცხე ამ ფრინველსაც აწუხებს და გასაგრილებლად ისინიც წყალს იყენებენ.

ეს ვიდეო კალიფორნიაშია გადაღებული. ამ პატარა შადრევანში, ერთი წუთის განმავლობაში, 30-მდე კოლიბრი მოდის და გრილდება. ზოგი მალევე მიფრინავს, ზოგი კი რჩება და ბანაობას აგრძელებს.