როგორ დაბინძურდა ჰაერი ელიავას ბაზრობის ხანძრის შედეგად, არავის გაუზომავს
2 ივლისს, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე საბურავებისა და ავტონაწილების მაღაზიების დაწვით რა ზიანი მიადგა გარემოს და რა დოზით დაბინძურდა ჰაერი, უცნობია. ყველაზე ახლო სადგური, სადაც ჰაერს სინჯები 24 საათის განმავლობაში უტარდება, წერეთლის 103 ნომერშია. აღნიშნული ტერიტორია ხანძრის ეპიცენტრიდან ასეული მეტრითაა დაშორებული.
ავტომობილის საბურავები, ნაწილები, ზეთები და სხვა ტოქსიკური შენაერთების შემცველი პროდუქციით სავსე მაღაზიები ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იწვოდა. სქელი, შავი კვამლი, რომლის სიმაღლეც ათეულობით მეტრს აღწევდა, თბილისის გარეუბნებიდანაც იყო შესამჩნევი. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია მჭიდროდ დასახლებულ უბანია. როგორც იქ მცხოვრებნი ამბობენ, მძაფრი სუნი სახლებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო. ხანძრის შედეგეგად გამოწვეული კვამლის მასშტაბები ადვილად შესამჩნევია თუნდაც ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე.
On.ge დაინტერესდა, რა ზიანი მიადგა გარემოს და რა დოზით დაბინძურდა ჰაერი 2 ივლისის ხანძრის შედეგად.
გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, მარინა არაბულმა On.ge-ს უთხრა, რომ წერეთლის გამზირზე არსებულ სადგურზე ჰაერის სინჯებში ცვლილება არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, ჰაერის დაბინძურება დამოკიდებულია ცეცხლის ალის სიმაღლეზე, ქარის სიჩქარესა და მიმართულებაზე:
"ხანძრის დროს რომ გაგვეზომა, შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ იქნებოდა ნახშირჟანგი და ის მყარი ნაწილაკები, რომელსაც თქვენ თვალით ჭვარტლის სახით ხედავთ. რამდენად შეიცავს ის ტოქსიკურ ნივთიერებებს, ასეთი სპეციფიური კვლევები ჩვენთან, ზოგადად, ხანძრის დროს არ ტარდება".
რამდენიმე კვირის წინ, ლონდონში 24-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნული სახლი რამდენიმე საათის განმავლობაში იწვოდა. ხანძრიდან მალევე, ლონდონის მთავრობამ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ხანძრისას დაიწვა ტოქსიკური ნივთიერებების, მათ შორის აზბესტის შემცველი სამშენებლო მასალები და შესაძლოა, მან დააზიანოს ადამიანთა ჯანმრთელობა. მთავრობამ მოუწოდა მოსახლეობას, რომ კვამლის ყლაპვით გამოწვეული სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.
სტუდია მონიტორმა 2015 წელს გამოიძია, რომ საქართველოში იმპორტირებული ავტონაწილების დიდი ნაწილი შეიცავს აზბესტს და პროდუქციაში მის შემცველობას არავინ აკონტროლებს. აზბესტის ნაწილაკები მტვერის სახით ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, წლების განმავლობაში მძიმე შედეგებს იწვევს, მათ შორის სიმსივნეს.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები