პროფკავშირი: რკინიგზაში დასაქმებულებმა სიცხეში მუშაობისას დამწვრობა მიიღეს
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი სადგურ სამტრედია მეორეში დასაქმებულთა სურათებს აქვეყნებს, რომლებზეც ჩანს, რომ მათ სახის დამწვრობები აქვთ მიღებული.
პროფკავშირის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობა უწევთ ელმავლის და თბომავლის მემანქანეებს, ლიანდაგის მონტიორებს, ზეინკლებს, ელ. მომარაგებისა და სხვა პროფესიულ მუშაკებს:
"სადგურ სამტრედია II-ში დასაქმებულთა ფიზიკური მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება, სადაც ამ დრომდე ვერ ასახელებს კომპანია დასაქმებულთა კანის დამწვრობისა და ალერგიული სიმპტომების გამოვლენის რეალურ მიზეზებს".
პროფკავშირში აცხადებენ, რომ საქართველოს რკინიგზაში დასაქმებული მუშების უმრავლესობა წლებია ითხოვს სატვირთო გადაზიდვების ელმავლებში, სადგურებში, სხვადასხვა საამქროებსა თუ დეპოებში, კონდიცირების სისტემის მოწესრიგებას, თუმცა უშედეგოდ.
პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ რკინიგზაზე დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე ტემპერატურა 40-45 გრადუსს გადააჭარბებს, რამაც შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ მამუკა ბახტაძეს მიმართავს, დროულად მიიღონ პრევენციული ზომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილებით და მკაცრად დაიცვან აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილი სახელმძღვანელო ცხრილით აღებული ვალდებულებები.
საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში On.ge-ის კითხვაზე, იცნობენ თუ არა ამ პრობლემას და აპირებენ თუ არა კონდიცირების სისტემის ჩართვას, უპასუხეს, რომ გასარკვევია დაშავებულების სახელები და გვარები და რა პოზიციაზე მუშაობენ ისინი და რა ვითარებაში მიიღეს დამწვრობა.
როგორც პროფკავშირებში გვითხრეს, საჩივარი მიიღეს სცბ სამმართველოს შემდეგი მუშაკების მიერ, რომლებიც ამ ეტაპზე ნაავადმყოფარ ფურცელზე იმყოფებიან:
- ცვლის ელმექანიკოსი: ვაჟა ძიძიგური, ვლადიმერ მარიჩევი და მამუკა გოთოშია;
- სადგურის მორიგე - პაატა სულაბერიძე (მას ზემოთ აღნიშნული სიმპტომები დაეწყო).
On.ge საქართველოს რკინიგზისგან კომენტარს ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები