უსუფაშვილი პაპუაშვილის ბრალდებებზე წულუკიანის მიმართ: ჭორაობა საქმეს არ არგებს
"ჩვენ მოქმედი კანონებისა და წესების ფარგლებში უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რასაც უფლებამოსილი ადამიანები იღებენ. იმის იქით პწკენები, ჭორაობები და ამბები, საქმეს არანაირად არ არგებს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებას მის მიმართ ზეწოლასა და შანტაჟთან დაკავშირებით. უსუფაშვილმა ეს პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას დღეს, 7 მარტს, განაცხადა. ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს კითხეს, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება გიორგი პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე. მან ამ კითხვას პირდაპირი პასუხი არ გასცა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დავალებით, გარკვეული პირები მისი პირადი ცხოვრების მასალების გასაჯაროებას გეგმავენ.
"მე გამოვრიცხავ, რომ თეა წულუკიანი, როგორც მინისტრი და როგორც პიროვნება შეიძლება იყოს ჩართული, თანამონაწილე რაიმე პროცესის, რომელსაც შეიძლება მიეცეს შანტაჟის კვალიფიკაცია. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას იმ პროცესის თაობაზე, რომლის ამოცანა იყო და არის სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარმომადგენლის შერჩევა, ამას ძალიან ბევრი აჟიოტაჟი მოყვა, რომელიც სიმართლე გითხრათ, ხანდახან საგონებელში მაგდებს. ნუთუ შეუძლებელია, რომ ხანდახან მაინც შევჯერდეთ იმაზე, რომ რაღაც თამაშის, კონკურენციის წესები იყოს ნათელი და მერე ამ წესების შედეგებს დავემორჩილოთ ყველა, ვინც კმაყოფილი, ან უკმაყოფილო დავრჩით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, უნდა დაემორჩილოს გადაწყვეტილებებს, ხოლო თუ ის ამ პროცესს საერთოდ არ ენდობა, მონაწილეობაც არ უნდა მიიღოს.
რამდენიმე დღის წინ სპეციალურმა კომისიამ წარმოადგინა 5-კაციან კანდიდატთა სია, საიდანაც უნდა შეირჩეს ერთი ადამიანი, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, კომისიაში შემავალმა იუსტიციის მინისტრმა და მთავრობის საპარლამენტო მდივანმა მას მინიმალური ქულები დაუწერეს, რის შემდეგაც პაპუაშვილი კონკურსს გამოეთიშა.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები