ჰამბურგი დიდი ოცეულის ლიდერებს ელის
მას შემდეგ რაც პოლიციის ქვედანაყოფები პატრულირებისთვის მზად იქნებიან, დემონსტრანტებს კი კარვები გაშლილი ექნებათ, მსოფლიოს 20 ყველაზე ძლიერი ქვეყნის მეთაურს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც შეუერთდება. ჰამბურგში ეს კვირა უჩვეულოდ ხმაურიანი იქნება.
არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, მწვავე საუბარი ექნებათ კლიმატის და ვაჭრობის საკითხებზე, მაგრამ ანტიტერორისტული ძალისხმევას და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდის თემას მათი ერთ მხარე დაყენება შეუძლია.
„ვფიქრობ ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენს შორის, ბევრი განსხვავებაც არსებობს. ამიტომაც წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. იმის თქმა შემიძლია, რომ ყველაფერში საერთო აზრი ვერ გვექნება, მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ყველა ეს მიზეზი საერთაშორისო დიპლომატიის დონეზე იქნას განხილული“ განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს სამიტის დაწყებამდე.
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას რკინის იმპორტთან და მასზე კვოტის დაწესებასთან დაკავშირებით „შეუპოვარი“ გეგმები აქვს. პრეზიდენტის ეს მიდგომა აღელვებს დიდი ოცეულის წევრებს.
„მე ვფიქრობ, რომ ის თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა, სადაც ორივე მხარე მოგებული რჩება. ის ცდილობს გამოაააშკარაოს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, რომელიც ყოველთვის მზადყოფნაზე საუბრობს, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებს. ამ სამიტზე ტიტანების ჯახია მოსალოდნელი,“ - ამბობს მიდლსეხის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი ტიმ ევანსი.
ტრამპის მოულოდნელმა საუბრებმა შედეგი გამოიღო.
მას შემდეგ, რაც ტრამპი დაიმუქრა, რომ არ ითანამშრომლებდა ნატოსთან თუ ალიანსის წევრები თავდაცვის ხარჯებს არ გადაიხდიდნენ, წევრებმა პირობა დადეს, რომ აუცილებლად გაზრდიდნენ თავდაცვის ბიუჯეტს.
ამერიკის ლიდერის ამჟამინდელი მიზანი ჩინეთი და მისი იაფი რკინის ექსპორტია, რომელიც ანადგურებს ბიზნესებს და სამსახურებს არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ,დიდი ოცეულის ქვეყნებში.
ჩინელები ამერიკის პოლიტიკას ფრთხილად უყურებენ და ვაშინგტონსაც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ტრამპის გადაწყვეტილებამ ამერიკა გამოეყოს პარიზის კლიმატის შეთანხმებას, ჰამბურგში უკვე გამოიწვია როგორც დემონსტრანტების, ასევე, მერკელის და სხვა ლიდერების გაღიზიანება. მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩინური რკინის იაფი იმპორტი უფრო მნიშვნელოვანი თემა იქნება რომელიც საერთო ინტერესებს შექმნის.
„დიდი ოცეულის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა ისეთივე გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ამერიკა“ - ამბობს ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტის პროფესორი შანკერ სინგჰამი. „მაგალითად, ჩინური სექტორიდან მიღებული ჭარბი მასალების გამო, დიდი ბრიტანეთის პორტ ტალბოთში და რედქარში არსებული მეტალურგიული ქარხნები დაიხურა. ეს დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც ოჰაიოსა და პენსილვანიაში ხდება. ვფიქრობ ეს თემა მყარად იქნება მხარდაჭერილი“ განუცხადა სინგჰამმა “ამერიკის ხმას.”
დიდი ოცეულის ლიდერები ტრამპის სამომავლო ნაბიჯებზე ნერვიულობენ, თუმცა აქამდე, მათ მიერ თავდაცვითი ზომების მიღების არანაირი ნიშანი არ გამოვლენილა.
”ტრამპის ადმინისტრაციამ ბევრჯერ გაუსვა ხაზი იმას, რომ ის, პირველ რიგში, ამერიკის ინტერესების დაყენებს აპირებს,” ამბობს სინგჰამი.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება სამიტის მთავარი მონაწილე.
„გარემო, რომელიც ჰამბურგში შეიქმნა, ნელ-ნელა სანახაობრივ სახეს იძენს“ - ამბობს ევანსი -„ ჩვენ ძალიან ბევრი მოულოდნელობა გველის რადგან აქ ძალიან ბევრი ქარიზმატული ლიდერი იქნება წარმოდგენილი. ისეთები როგორებიც არიან პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთიდან, პრემიერ-მინისტრი მოდი ინდოეთიდან, ვლადიმერ პუტინი რუსეთიდან და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპი. ამ ადამიანებმა იციან თუ როგორ უნდა ითამაშონ მსოფლიო აუდიტორიის წინაშე.”
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები