28 ტელევიზია, ჰოლდინგ იმედის გარდა, GPB-სთვის სარეკლამო დროს გაზრდას ეწინააღმდეგება
28 ტელევიზია მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამისთვის მეტი დროს გამოყოფა უარყოფითად აისახება კერძო მაუწყებლებზე. ამ საკითხზე მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ტელევიზიები დღეს, 6 ივლისს გამოეხმაურნენ და პარლამენტს მიმართეს, რათა არ განიხილონ შესაბამისი ცვლილებების ამოქმედება. განცხადებას არ უერთდებიან ჰოლდინგ იმედში შემავალი ტელეარხები - იმედი, მაესტრო და GDS.
"გარანტირებული შემოსავლები ბიუჯეტიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევს საშუალებას სარეკლამო ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მოთამაშე გახდეს – დემპინგური ფასებითა და გაუგებარი ფასწარმოქმნის პრინციპით, რითაც დააზარალებს სარეკლამო ბაზარს და განსაკუთრებულ ზიანს მიაყენებს რეგიონულ და მცირებიუჯეტიან მაუწყებლებს. თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით კი იქმნება კორუფციის რისკები," - აღნიშნავენ ტელევიზიები.
მათი თქმით, 2015 წლამდე არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რეკლამითა და სპონსორობით მიღებული შემოსავალი იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ. ტელევიზიებს მიაჩნიათ, რომ ეს გარემოება საფუძველს აცლის ცვლილების დასაბუთებას და ადასტურებს მის პრობლემურობას.
"სპონსორობა ქმნის გადაცემის შინაარსზე უფრო მეტი გავლენის მოხდენის საფრთხეს და ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ იდეას – იყოს თავისუფალი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კომერციული გავლენისაგან. იგივე საფრთხეს შეიცავს კომერციული რეკლამაც," - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტით გარანტირებული წლიური დაფინანსება მუდმივად აღემატება მთლიანი ტელე სარეკლამო ბაზრის მოცულობის ნახევარს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ შეზღუდული სარეკლამო ბაზრის პირობებში, ცვლილება უარყოფით გავლენას იქონიებს კერძო მაუწყებლების მდგრადობაზე.
"ყველა ქართული ტელევიზიის ჯამური წლიური შემოსავლისა და მაუწყებლის წლიური ბიუჯეტის შედარება ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრობლემა არ გახლავთ ბიუჯეტის სიმცირე და პრობლემების მიზეზები სხვაგან უნდა ვეძებოთ", - დასძენენ ტელევიზიები.
მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ფლობს არაერთ არხს და მისი ტექნიკური რესურსი საშუალებას აძლევს გაზარდოს არხების რაოდენობა, მენეჯმენტი საუბრობს ახალი სპორტული არხის შექმნაზე, ყოველი ახალი არხი კი დამატებითი სარეკლამო დროა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.
განცხადების ხელმომწერი ტელეკომპანიები არიან:
- რუსთავი 2
- კომედი არხი
- მარაო
- TV პირველი
- TV პალიტრანიუსი
- კავკასია
- სტარვიზია
- მედია-კავშირი ობიექტივი
- გურია TV
- ოდიში TV
- მეცხრე ტალღა
- კოლხეთი 89
- ჯიხა
- რიონი TV
- TVზარი
- იმერვიზია
- არგო TV
- დია
- მეცხრე არხი
- ბორჯომი ტვ
- ATV12
- ფარვანა
- ქვემო ქართლი TV
- მარნეული TV
- ბოლნელი TV
- TV თანამგზავრი გურჯაანი
- TV ეგრისი
- TV 25
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი "მაუწყებლობის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებს განიხილავს. ამ ცვლილებებით მას პროგრამების ნაწილში სპონსორობის უფლება და კომერციული რეკლამის განთავსების უფლება ექნება.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები