დიახ, იყო დრო, როდესაც მერილინ მონრო ქუჩებში დადიოდა და მას ვერ ცნობდნენ, ან ფოტოებს უღებდნენ და არ აქვეყნებდნენ.

1946 წელს, 20 წლის მსახიობმა 20th Century Fox-თან კონტრაქტი დადო, თუმცა 6 თვის შემდეგ, მასთან ურთიერთობის გაგრძელება პროდიუსერებს არ სურდათ.

ამ წლების განმავლობაში, მონრო სამსახიობო კლასებს გადიოდა, მოდელად მუშაობდა და ცდილობდა, გავლენიანი საზოგადოების წრეში თავი დაემკვიდრებინა.

ის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როდესაც LIFE-ის ფოტოგრაფს, ედ კლარკს, ფოტოსესიაზე დასთანხმდა. რა თქმა უნდა, მაშინ მონროს ფოტოები LIFE-ში არ დაბეჭდილა, თუმცა 3 წლის შემდეგ, ქერა ლამაზმანი, თავის პარტნიორ მსახიობთან, ჯეინ რასელთან, ერთად, ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა.

ამის შემდეგ, მონრო კიდევ 5-ჯერ მოხვდა LIFE-ის გარეკანზე.

ეს კი ის ფოტოები, რომელიც ჯერ კიდევ უცნობ მერილინს, ნორმა ჯინ მორტენსონს გადაუღეს.