ჯაფარიძე: გლეხობა ტეხავს, ადამიანები უნდა დასაქმდნენ ნორმალურ სამუშაო ადგილებზე
პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ "სოფლების დაცლა" ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია. მისი განმარტებით, მიზეზი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების გზაზე გადასვლაა, საქართველო კი - ამ გზას ახლა გადის. On.ge ჯაფარიძეს მას შემდეგ ესაუბრა, რაც ფეისბუკში მისი ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ის ამბობდა, რომ "სოფელი დაიცლებოდა" და "გლეხობა უნდა ტეხავდეს".
"რაც უფრო განვითარდება საქართველოს ეკონომიკა, მასში უფრო ნაკლები იქნება სოფლის მეურნეობის წილი", - ამბობს ჯაფარიძე და დასძენს, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანების ურბანულ დასახლებებში მიგრაციასა და ქალაქში ახალი სამუშაოების შექმნას ამართლებს. მისი თქმით, სახელმწიფომ რაც არ უნდა გააკეთოს, სოფლების დაცლის პროცესი გაგრძელდება.
"რაც უფრო მეტად გავწელავთ ამ პროცესს, მით უფრო დიდხანს დარჩებიან სოფლად მცხოვრები ადამიანები სიღატაკეში. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც წლებია ატარებენ სხვადასხვა ხელისუფლებები საქართველოში, რათა ეს ადამიანები სიღატაკეში ცხოვრობდნენ", - განმარტავს ის.
ჯაფარიძე ამბობს, რომ არ არსებობს მდიდარი და ცხოვრების მაღალი სტანდარტით გამორჩეული ქვეყანა, რომლის ეკონომიკურ განვითარებაშიც სოფლის მეურნეობის წილი მაღალია. მისი თქმით, საქართველო გადის გზას, რომელიც გაიარეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც ეკონომიკურად გამდიდრდნენ:
"სოფლის მეურნეობის ნაცვლად, ადამიანები უნდა დასაქმდნენ მომსახურების ან მრეწველობის სფეროში".
კითხვას, რას გულისმხობდა ვიდეორგოლში, როცა ის ამბობდა, რომ "გლეხობა უნდა ტეხავდეს", პასუხობს, რომ "გლეხობა" მისაღები ტერმინი არ უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც ბატონყმობა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გადააგდეს.
"სიტყვა გლეხის შინაარსი იდეაში გაჭირვებულ ადამიანს გულისხმობს, რომელსაც აქვს პატარა მიწის ნაგლეჯი, რომლის უცხოელზე გაყიდვაც აკრძალული აქვს და ამ მიწის ნაკვეთს იყენებს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს და მუდამაა დამოკიდებული იმაზე, რომ მთავრობა რაღაცას გადაუგდებს," - ასე განმარტავს რა ჰგონია სიტყვა "გლეხის" მნიშვნელობა დღევანდელ საქართველოში.
ჯაფარიძის თქმით, ადამიანები უნდა დასაქმდნენ ნორმალურ სამუშაო ადგილებზე, უნდა ჰქონდეთ ნორმალური შემოსავალი, რომ საკუთარი ოჯახები შეინახონ.
"მიწაზე მუშაობასა და სოფლის მეურნეობას, ეს არის ჩვეულებრივი აგრარული ბიზნესი, რომლებზეც ადამიანები არ უნდა იყვნენ დამოკიდებულები, რომ დღიდან დღემდე თავი გაიტანონ, ეს უნდა იყოს მომგებიანი ბიზნესი", - ამბობს გირჩის ლიდერი.
ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს სჯერა, რომ "ძლიერი სოფელი გამოკვებავს ქალაქს", ხოლო, მეორე ნაწილისთვის, რეგიონებში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანების წინასაარჩევნოდ დაპირებებით მოტყუება, მარტივია.
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები