პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ განაცხადა, რომ რუს დეპუტატებს რუსეთ-საქართველო-ნატოს ფორმატის შექმნა შესთავაზეს. ამის შესახებ მარშანიამ ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში, რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

"არ არის საიდუმლო, რომ ჩვენი ქვეყანა თანამშრომლობს ნატოსთან, ჩვენი ბიჭები არიან მისიებში, ბევრი მათგანი უკვე დაიღუპა - ეს აწუხებს ძალიან რუსეთს და ძალიან სასარგებლო იქნებოდა ამ ტრიადის შექმნა. თავად რუსმა პარლამენტარებმა გვითხრეს, რომ მართალია დიდს არაფერს ელოდებიან ნატოსთან ურთიერთობით, მაგრამ მათი კომენტარი იყო, რომ ძალიან საინტერესო ინიციატივაა."

მარშანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სრული უფლება აქვს ითანამშრომლოს ნატოსთან, რუსი კანონმდებლები ამაში საფრთხეს ხედავენ:

"ამასთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ, რა საკვირველია ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივი და მყარია: მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორია არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთზე თავდასხმისთვის ნატოს მხრიდან."

პატრიოტთა ალიანსის წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს 11 ივლისს შეხვდნენ.