შაბათს, 15 ივლისს, eZo Festival-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება
შაბათს, 15 ივლისს, მთაწმინდის პარკში კიდევ ერთი ქართული მუსიკალური ფესტივალის. eZo-ს, მორიგი ღონისძიება გაიმართება. ეს იქნება რიგით მესამე დიდი ღონისძიება, რომელიც ამ ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.
ფესტივალის მესამე დიდი ღონისძიების დღეს მაყურებლის წინაშე ცნობილი მუსიკოსები წარდგებიან. შაბათის Line-up ასეთია:
COSMO RECORDS NIGHT!
► მთავარი სცენა:
- Voodoo Shaman (Music Selection) (14:00 - 18:00)
- RATI (18:00 - 21:00)
- Pier Bucci (21:00 - 23:00)
- Dandy Jack (23:00 - 01:00)
- Cesar Merveille (01:00 - 05:00)
- Adil Hiani (05:00 - 09:00)
15 ივლისის ღონისძიება ყველასგან გამორჩეული იქნება, რადგან თითქმის ორი დღის განმავლობაში ერთი მუსიკალური ხმის ჩამწერი კომპანიის, Cosmo Records-ის პროექტი განხორციელდება. Cosmo Records 2009 წელს დაარსებული მაროკოული ელექტრონული ხმისჩამწერი კომპანიაა, რომლის მიზანი იყო ეპოვა შეხების წერტილი დასავლურ, დასავლურ-აფრიკულ და აღმოსავლურ მუსიკებს შორის. კომპანიის უნიკალური შემოქმედებითი პროცესის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების რევოლუციური შერწყმა. ამ მიზნით მაროკოს საუკეთესო ხმისჩამწერ სტუდიებში ჩამოდიოდნენ, როგორც ელექტრონული, ასევე ტრადიციული მუსიკის მიმართულების მუსიკოსები და წერდნენ მუსიკას დაწყებული მინიმალიდან და ჰაუსიდან, დამთავრებული ბამაკოს ფსიქოდელიური პრაქტიკით.
Adil Hiani
Adil Hiani ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარია. იგი დიჯეი, პროდიუსერი და Cosmo records label-ის დამფუძნებელია. ძალიან ცოტა არტისტია, ვინც ისეთივე წარმატებით ცდილობს მუსიკის ძალით კულტურების დაკავშირებას, როგორც Adil Hiani. 2009 წლიდან, მას შემდეგ რაც Cosmo Records-ის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, მაროკოელი არტისტი თავდადებით ასრულებს მისიას, რომ ტრადიციული ფოლკ მუსიკა Western electronics-ის მიმდინარეობას დაუკავშიროს. ამის შემდეგ Adil სწრაფი ტემპებით განვითარდა, როგორც ლეიბლის მენეჯერი და როგორც არტისტი.
მისი მდიდარი ბიოგრაფიის დეტალურად წაკითხვა, ფესტივალის ღონისძიების გვერდზე შეგიძლიათ.
Cesar Merveille
კიდევ ერთი გამორჩეული არტისტი, რომელიც 15 ივლისის ღონისძიება წარდგება, Cesar Merveille-ია. ის Cosmo Records-ის სულ ახალი წევრია. მისი კარიერული წინსვლა და წარმატება Cadenza-სთან თანამშრომლობას უკავშირდება, რამაც დიდწილად განაპირობა მისი მსოფლიო სცენაზე გამოსვლა. ასეთმა წარმატებამ ახალ არტისტულ კოლაბორაციებს ჩაუყარა საფუძველი, მათ შორის გამორჩეული კი - დიდი ხნის მეგობარ Ryan Crosson-თან ერთად პროექტ “DRM”-ზე მუშაობა იყო. Cesar-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი მუსიკაა Kosmos, რომელიც მან Cosmo Records-ზე გამოუშვა.
Dandy Jack
Dandy Jack, თავისი ბავშვობის მეგობარ ,Ricardo Villalobos-თან და Luciano-სთან ერთად, ჩილელი ელექტრონული მუსიკოსების იმ თაობას მიეკუთვნება, რომელთაც ერთგვარი გარდატეხა მოახდინეს საცეკვაო ელექტრონული მუსიკის, კერძოდ კი ტექნოს ჟღერადობასა და აღქმაში. Dandy Jack-ის მუსიკასა და სეტებში ნათლად შეინიშნება ლათინური მუსიკის გავლენა. გარდა ამისა, მის შემოქმედებით საქმიანობაში აღსანიშნავია განსაკუთრებული ორიენტაცია დეკონსტრუქტივიზმის პრინციპზე, რომელიც ხშირად იუმორით და მსუბუქი ირონიით არის გაჯერებული
Pier Bucci
მან მუსიკალური კარიერა საკულტო ლეიბლ Crosstown Rebels-ზე დაიწყო, როცა ორიათასიანების შუაში ჩილელების საოცარ და ლეგენდარულ თაობაში გამოჩნდა. ლეიბლისა და პიერის თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. მან 2004-07 წლებში უამრავი ნამუშევარი გამოუშვა, რომელთა შორის აღსანიშნავია ალბომი “Famila”, რომელიც თავის მხრივ 2005 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ მოვლენად ითვლება. პიერი ტექნოსთან ურთიერთობაში იყენებს ლათინურ რიტმებსა და ვოკალებს, აბსტრაქტულ ელექტრონიკასა და შეფილდურ ბლიპებს, რომელიც მომაჯადოებელ ანდურ მელოდიებთანაა შერწყმული. მისი მუსიკა გაჯერებულია მრავალფეროვნებითა და საცეკვაო რიტმებით.
გარდა ამისა, ფესტივალის მესამე დიდ ღონისძიებაზე პატარა სცენაზე Zurkin-ის მუსიკის მოსმენის საშუალებაც მოგეცემათ.
ცხადია, რომ ამ და სხვა არტისტების მოსასმენად საჭიროა ბილეთების შეძენა. ბილეთების ფასი განსხვავდება დროის მიხედვით. ბილეთები კარზე - 14:00 სთ.-დან - 19:00 სთ.- მდე 30 ლარი ეღირება. 19:00 სთ.-დან - 09:00სთ.-მდე - 40 ლარი, ხოლო 09:00 სთ.დან - დახურვამდე კი უფასო იქნება. ბილეთების შეძენა ონლაინში შეგიძლიათ ამ საიტზე.
შეგახსენებთ, რომ eZo Festival 27 მაისს გაიხსნა. ფესტივალის კარი შაბათს, 14:00-ზე გაიღება. ღონისძიება ორ დღეს, 16 ივლისის შუადღემდე გაგრძელდება. შესასვლელთან იმოქმედებს Face და Age კონტროლი. ონლაინ შეძენილი ბილეთების მფლობელებისთვის იქნება სპეციალური შესასვლელი.
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
კომენტარები