ქუმსიშვილი: რიგების მართვის ელ. სისტემა ხელს შეუწყობს სარფის საბაჟოს გამტარიანობიას
"სატვირთო ავტომობილებისთვის რიგების მართვის ელექტრონული სისტემა ხელს შეუწყობს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გამტარიანობის, შესაბამისად, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდას", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ახალი ელექტრონული სისტემის ე.წ. TIR პარკინგის შეფასებისას გააკეთა. სისტემა მიმდინარე წლის 5 ივლისიდან ამოქმედდა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დიდი ზომის სატვირთო ავტომობილებისთვის მუდმივად პრობლემა იყო ის, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტის დროულად გადაკვეთისთვის, მათ სჭირდებოდათ მოწესრიგებული რიგის სისტემა.
"ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლის შედეგადაც დღეს რიგი მოწესრიგებულია. TIR პარკები უნდა აკმაყოფილებდნენ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს. შესაბამის ნებართვას TIR პარკინგის მოწყობისთვის იძლევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საპატრულო პოლიციასთან ერთად, უზრუნველყოფს რიგების მართვის ელექტრონული სისტემის მართვას," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
5 ივლისიდან, საზღვართან არსებული რიგების მოწესრიგებისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმართულებით მიმავალი ყველა სახის სატვირთო ავტომანქანა, მიუხედავად იმისა ცარიელია თუ დატვირთული, გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე, ვალდებულია განთავსდეს ხელვაჩაურის რაიონში მდებარე "ფიგოილის" ან "ლიგას" ავტოსადგომზე, საიდანაც ავტომანქანების გაშვება ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რიგების მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ონლაინ რეჟიმში განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
-
გადახედვაIDFI-ის დირექტორსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ IDFI-ის დირექტორსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
კომენტარები