ქსენოფობიური მარშის საფრთხეები და რუსული ხელწერა – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან
რას ნიშნავს და რატომ არის საშიში ქვეყნისთვის ქსენოფობიური ძალების გაძლიერება, როგორ უნდა იქცეოდეს მედია და სახელმწიფო ასეთ ვითარებაში და ვის აწყობს ქაოსი ქვეყანაში, რომლის დეკლარილებული საგარეო კურსი დასავლურია. ამ საკითხებთან და თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 14 ივლისს გამართულ ქსენოფობიურ მარშთან დაკავშირებით, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ On.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
თქვენი აზრით, რას წარმოადგენს და რა უდევს საფუძვლად "ქართველთა მარშის" იდეას?
მე ვფიქრობ, ამას არაფერი არ უდევს საფუძვლად გარდა იმისა, რომ იმ მარშების ასლია, რომლებსაც, სხვადასხვა ქვეყნებში, პრორუსული ძალები აწყობენ ქვეყნის დესტაბილიზაციისა და არასასიამოვნო გარემოს შექმნისთვის.
როგორც ცნობილია, რუსეთშიც იმართებოდა მსგავსი შინაარსის მარში და თუ ფიქრობთ, რომ მასთან პარალელის გავლება შეიძლება?
რუსეთში, შეიძლება, საერთოდ არც იყო აუცილებლად მთავრობის მიერ მონდომებული და სანქცირებული, მაგრამ მე უფრო პარალელებს გავავლებდი სხვა საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო ე.წ. ლიზას საქმე, გასული წელს, გერმანიაში. იქაც რუსულმა პროპაგანდამ გამოიგონა და ამას Russia Today ყოველდღიურად გადმოსცემდა, რომ პალესტინელმა მიგრანტებმა, თითქოს, გააუპატიურეს რუსეთიდან ჩასულ ოჯახში დაბადებული პატარა გოგო ლიზა. დღესდღეობით, გამოძიება დასრულებულია და ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ მომხდარა, მაგრამ მაშინ მობილიზდა პრო-რუსული, პრო-პუტინისტური ძალები. გერმანიაში გადასახლებულ რუს ხალხში, ანუ გერმანული საზოგადოების რუსულენოვან ნაწილში დიდი მიტინგები იყო.
ძალიან მაგონებს გუშინდელი მარშის წინა მომენტები "ლიზას საქმეს", რომელიც სწორედ ასევე გაიშალა. გარდა ამისა, მაგალითად, დაგეგმილია, რომ ბათუმშიც გააკეთონ მარში. კარგად ვიცით, რუსეთის ინტერესშია დესტაბილიზაცია აჭარაში, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების გაჩენა, თურქების დემონიზირება და ა.შ.
რა საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის ასეთი ქსენოფობიური შინაარსის მარში, თუნდაც, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე?
ეს წარმოაჩენს საქართველოს, როგორც მოუმწიფებელი სახელმწიფოს სახეს, რომ აი ასე ქსენოფობიურად და მე ვიტყოდი მეტსაც, რასისტულად განწყობილია იმიტომ, რომ ეს ყველა უცხოელს არ ეხება. თეთრი უცხოელების მიმართ უფრო დიდი პატივისცემით ვართ განწყობილები, ვიდრე მათ მიმართ, ვინც აი ამ ჯგუფების წარმომადგენლებს, რასობრივად მათზე დაბალ საფეხურზე მდგომი ჰგონიათ. რასაკვირველია, დაიხატება ძალიან ცუდი სურათი, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთშიც ხდება მსგავსი. ამას ისევ რუსული პროპაგანდა გამოიყენებს, რათა აჩვენოს, როგორი ცუდები არიან ეს ქართველები, როგორი პრიმიტიულები და ა.შ.
თუ გახსენდებათ ისტორიიდან მსგავსი ტიპისა და მასშტაბის პროტესტი?
დღეს რაც საქართველოში ხდება, ძალიან მახსენებს თავის დროზე, ეროვნული მოძრაობის დროს როგორ ხდებოდა ხოლმე და ჭკუა ვერ ვისწავლეთ. სწორედ ამ ქსენოფობიური განწყობების ინსტრუმენტალიზაცია მაშინ მიმართული იყო საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველების მიმართ.
ეროვნული მოძრაობის დროს ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი ქსენოფობიური ლოზუნგები სხვადასხვა დემონსტრაციაზე, რამაც გამოიწვია აფხაზეთში და კიდევ უფრო მეტად ოსებს შორის იქაური საზოგადოებების მობილიზაცია და გააადვილა პროპაგანდა.
დღეს, ეს მიმართულია, თითქოს, უცხოელი არალეგალების მიმართ. ბოლოს და ბოლოს კითხვა უნდა დაისვას, როდესაც ვსაუბრობთ, რომ არალეგალები არიან, საიდან გვაქვს მონაცემები ამაზე, როდესაც ვხმარობთ სიტყვა არალეგალს, რას ვგულისხმობთ ამაში?
საბოლოოდ, მიზანია ის, რომ საზოგადოებაში დათესონ მტრული დამოკიდებულება სხვების მიმართ და შემდგომში ეს გამოყენებული იქნას ასევე დესტაბილიზაციისა და საქართველოს უარყოფით კონტექსტში წარმოსაჩენად. ისევე, როგორც მაშინ, ჰომოფობიურ გამოსვლებში იყო.
რას ეტყოდით მედიას, რომელიც ასეთ დროს ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, ტირაჟირების კუთხით?
უცხოეთშიც არიან ნეოფაშიტური ჯგუფები, რომლებიც აქციებს მართავენ ხან სად და ხან სად და მე არასდროს მინახავს ეს ადამიანები ისხდნენ დიდ ტელევიზიებში და მათ ეძლეოდეთ თავიანთი მავნებლური იდეების ტირაჟირების საშუალება. ეს მართლა არასდროს მინახავს.
გუშინდელ "ქართველთა მარშში" საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი მონაწილეობდა...
ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, რომ პარლამენტში გვყავს ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიიღოს ასეთ მარშში მონაწილეობა და მას ამის გამო არავინ მოედავება, არავინ შეახსენებს, მათ შორის, მედია. აბსოლუტურად ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა, რომ აი ასეთ ფაშისტებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრი მონაწილეობს მარშში და ამისკენ სხვა ადამიანებსაც მოუწოდებს. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პარლამენტს ყოველთვის შეუძლია პრინციპულობა გამოიჩინოს და მოუწოდოს ამ ადამიანს, რომ ესაა ამაზრზენი ქმედება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასაჯონ იგი, ამას ვერ გააკეთებენ, მაგრამ ეს მიუღებელი უნდა იყოს, ნებისმიერ ნორმალურ პარლამენტში ასეც იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ ჩვენი პარლამენტარების დიდი ნაწილის მხრიდან არ გვესმის აი ამ მარშის კრიტიკა და ურჩევნიათ ამასთან დაკავშირებით გაჩუმდნენ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები