ხატია ბუნიათიშვილმა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობაზე უარი გერგიევის გამო თქვა
როგორც უკვე იცით, 14 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ეიფელის კოშკთან, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
როგორც გაირკვა, ღონისძიებაში მონაწილეობა ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილსაც შესთავაზეს, თუმცა მან უარი გერგიევის გამო თქვა, რომელიც კონცერტს დირიჟორობდა.
ინფორმაციას ამის შესახებ პიანისტის დედა ნატალია ბუნიათიშვილი ავრცელებს:
"ამით მან გააპროტესტა ის, რომ საფრანგეთში, ადამიანების უფლებების დამცველ ქვეყანაში გერგიევის მოწვევა, რომელმაც ცხინვალში იდირიჟორა რუსეთის ჯარისთვის, რომელმაც სირიაში იდირიჟორა ასადისთვის - ეს გაუპროტესტა ხატიამ ფრანგებს - როგორ კადრულობს საფრანგეთი, როგორ აყენებთ შეურაცხყოფას ადამიანის უფლებების დამცველ ქვეყანას გერგიევის მაესტროდ მოწვევით", წერს ნატალია ბუნიათიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, ხატია ბუნიათიშვილმა ერთ-ერთ გერმანულ არხს, WDR FERNSEHEN-ს, ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკაზე ისაუბრა.
"ვალერი გერგიევთან არასდროს დავუკრავ არა იმიტომ, რომ ის პუტინის მეგობარია. მეგობრობა ისეთი რამაა, რომელშიც შეზღუდვა არ არსებობს, ადამიანი მეგობრობს იმასთან, ვისთანაც თავად სურთ. გერგიევი ჩემთვის იმიტომ არის მიუღებელი, რომ ის პუტინის პოლიტიკას უწევს პროპაგანდას. პუტინი კი პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს. მას ოკუპირებული აქვს ჩემი სამშობლო - საქართველო, ახდენს უკრაინის ანექსიას, ყველამ იცის რა ხდება სირიაში და ვინ არის ამაში დამნაშავე. ასეთ დროს ჩვენ არ გვაქვს უფლება ნეიტრალურები ვიყოთ, ჩვენ ამ მოვლენებზე აუცილებლად უნდა მოვახდინოთ რეაგირება. ვფიქრობ, ეს ჩვენი აბსოლუტური პასუხისმგებლობაა. მე ვარ საქართველოს და ასევე მსოფლიოს მოქალაქე, ამიტომ ვალდებული ვარ ვთქვა, რომ არსებობს პრობლემები და პირადად ჩემთვის ისინი მიუღებელია", - ამბობდა ინტერვიუში ხატია ბუნიათიშვილი.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები