საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც უზნაძის ქუჩაზე საკუთარი მამიდაშვილის მკვლელობას აღიარებს. მოკლული გოგო შსს-ს თანამშრომლებმა, გუშინ, 17 ივლისს იპოვეს.

მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული პირი ფოთში, სავარაუდო დანაშაუალის ჩადენიდან მეორე დღეს, დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს - 1998 წელს დაბადებულ ა. ხ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აღნიშნავენ შსს-ში და დასძენენ, რომ ბრალდბეული დანაშაულს აღიარებს.

გოგოს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 17 ივლისს დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოკლულ გოგოს ჭრილობები ყელის არეში დანით ჰქონდა მიყენებული.