პრემიერი: მსოფლიოში კაშხალზე ყველაზე მაღალი ლიფტი ენგურჰესზე მოეწყობა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ კაშხლის მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 6 წელიწადში, ტურისტულ ზონად იქცევა.
კვირიკაშვილის თქმით, მსოფლიო დონის ატრაქციის პროექტის კონცეფციის შემუშავება დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება, შემდეგ კი 5-წლიანი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს და მუზეუმებს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე [280 მეტრი] და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას.
კვირიკაშვილის თქმით, ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი სიდიდით მეორეა და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსსაც იმსახურებს.
პრემიერის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის მოსაძიებლად, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ტურისტული ზონის პროექტირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ერთ წელიწადს გაგრძელდება, რის შემდეგაც თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.
ტურისტული ზონის სამშენებლო-ინფრასტრუქტურული მოწყობის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოების შემდეგ კი, დასაქმებულთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება. წინასწარი გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა წელიწადში 400 000-მდე ტურისტს მოემსახურება.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის 4 სექტემბრიდან ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები