მოამბე აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენაზე ეთერში აღარ გადის
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე საინფორმაციო პროგრამა მოამბე აღარ გადის. არაქართულენოვანი მოამბის გამოშვებები ბოლოს 13 ივლისს გავიდა. ამ დრომდე მაყურებელს მისი ნახვა ყოველ სამუშაო დღეს საღამოს 11 საათიდან შეეძლო. საზოგადოებრივ მაუწყებელს, კანონით, ყველა ჯგუფის ინტერესების დაკმაყოფილების ვალდებულება აქვს.
"ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ მიგვეწოდებინა ინფორმაცია არაქართულენოვანი მოსახლეობისთვისაც. ამას გავაკეთებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ პლატფორმაზე - ვებგვერდზე", - განუცხადა On.ge-ს მაუწყებლის სტარტეგიული განვითარების ცენტრის დირექტორმა, ია ანათაძემ.
იმავეს ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაციონალურ ენებზე მაუწყებლობის მთავრი პროდიუსერი, ნინო ხიდაშელი. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიღება მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით, ვებგვერდზე multitolerant.gpb.ge-ზე იქნება შესაძლებელი.
"პრინციპში, ონლაინ პლატფორმა შეიძლება უფრო მისაღებიც იყოს. ძალიან გულწრფელი რომ ვიყო ცხინვალის და აფხაზეთის მოსახლეობა გვიყურებდა მაინც ინტერნეტით", - ამბობს ხიდაშელი და დასძენს, რომ ცდილობენ საქართველოში მიმდინარე ყველა მოვლენის შესახებ ინფორმაცია გააშუქონ.
მისი აზრით, არაქართულ ენაზე საქართველოში ყველაზე ხარისხიან და ამომწურავ მასალებს მათი გუნდი ამზადებს ახალ ამბებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ მედიის ხელმძღვანელის, თამარ კაციტაძის მიერ On.ge-სთვის მიწოდებული მონაცემების მიხედვით, multitolerant.gpb.ge-ს გახსნიდან, ანუ 2016 წლის 20 სექტემბრიდან 2017 წლის 19 ივლისის ჩათვლით სულ 947 590 ვიზიტორი ჰყავდა.
ათ თვეში ვიზიტორების რიცხვი ასე გადანაწილდა:
- აზერბაიჯანული - 182 647;
- სომხური - 240 138;
- აფხაზური - 105 859;
- ოსური - 66 742;
- რუსულს - 311 862
- არქივი - 40 224.
კაციტაძის თქმითვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის არაქართულენოვან ვებგვერდებს თვეში 34 ათასიდან 50 ათასამდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.
ნაციონალურ ენებზე მაუწყებლობის მთავრი პროდიუსერი ამბობს, რომ 10 თვის განმავლობაში უშუალოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ვებგვერდის შესახებ მოსახლეობსითვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ხიდაშელის ინფორმაციით, ვებგვერდის შესახებ ინფორმაცია მიწოდეს უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს.
აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენაზე მოამბის შეწყვეტის მიუხედავად, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, კვლავ ითარგმნება 6-საათიანი და 8-საათიანი მოამბე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომელიც ადგილობრივ ტელევიზიებში თავსდება. საინფორმაციო პროგრამის სინქრონული თარგმანი ხელმისაწვდომია "სეთო ბოქსითაც".
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები