სენატორ მაკკეინს ტვინის კიბოს მძიმე ფორმის დიაგნოზი დაუდგინეს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს არიზონადან, ჯონ მაკკეინს, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საქართველოს მხარდამჭერი პოზიციებით საერთაშორისო დონეზე, ტვინის სიმსივნის უმძიმესი ფორმა, გლიობლასტომა დაუდგინეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მაკკეინს საფეთქლის მიმდებარე არედან უკვე ამოუღეს შედედებული სისხლის გროვა და დაზიანებული ქსოვილი, რომელიც სიმსივნითაა გამოწვეული.
ჯონ მაკკეინი გასულ კვირას გეგმიურ შემოწმებაზე მივიდა თავის ექიმთან, ის არ უჩიოდა სიმსივნისთვის დამახასიათებელ რაიმე სიმპტომს, გარდა დაღლილობისა. 80 წლის სენატორმა აღნიშნული თავის გადატვირთულ სამუშაო გრაფიკსა და მოგზაურობას დაუკავშირა, თუმცა სამედიცინო შემოწმებამ ცხადყო, რომ პრობლემა გაცილებით სერიოზულია. როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა თქვა, მაკკეინი მათი რეკომენდაციით, რეგულარულად, ოთხ თვეში ერთხელ იტარებს გამოკვლევებს. როგორც ცნობილია, მას 2000 წელს კანის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რისგანაც განიკურნა, თუმცა მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. სიმსივნის კერა, რომელიც მაკკეინის ტვინში აღმოუჩინეს, საფეთქელთან, სწორედ იმ ადგილთანაა ახლოს, სადაც მას კანზე კიბო ჰქონდა.
ექიმების ინფორმაციით, მაკკეინი სამსაათიანი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და მისი ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობა არ გაუარესებულა, ის რეაბილიტაციას საკუთარ სახლში გადის, მედპერსონალი კი მკურნალობის მეთოდს არჩევს, რაც გულისხმობს ქიმიო და რადიოთერაპიას.
როგორც CNN-ის სამედიცინო მიმომხილველი, ანჯეი გუფთა აცხადებს, გლიობლასტომა ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმაა და პაციენტთა მხოლოდ ათი პროცენტი, მკურნალობის შემთხვევაში, ხუთ წლამდე ცოცხლობს. 90 პროცენტის შემთხვევაში კი, დარჩენილი სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა, მკურნალობის მიუხედავად, 14 თვემდეა.
ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომის ვეტერანია, რომელიც რამდენიმე წელი ტყვედ იყო ჩავარდნილი. ის არიზონას სენატორია 1987 წლიდან. მაკკეინი 2008 წელს რესპუბლიკელთა სახელით პრეზიდენტობისთვისაც კი იბრძოდა, თუმცა ბარაკ ობამასთან დამარცხდა. სენატორი მაკკეინი გამოირჩევა რუსეთის მიმართ ხისტი მიდგომებით და მიიჩნევს, რომ მასთან ურთიერთობების მეგობრულ დონეზე დალაგება შეუძლებელია. ამის გამო მან პრეზიდენტი ტრამპიც არაერთხელ გააფრთხილა. მაკკეინი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში მუდმივად ლობირებს საქართველოს ინტერესებს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები