ქრეგო: ამერიკის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ამერიკის ადმინისტრაციამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც კონგრესმა პირველ ოქტომბრამდე უნდა განიხილოს და მიიღოს. პროექტის თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება ამერიკის თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხები და დრამატულად მცირდება სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი, რაშიც საერთაშორისო დახმარებების სააგენტოებიც შედის.
მიიღებს თუ არა კონგრესი ამ კანონპროექტს და როგორ შეიძლება აისახოს ეს ბიუჯეტი საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე? ამ თემებზე კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარს პოლ ქრეგოს ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ია მეურმიშვილი ესაუბრა. დოქტორი ქრეგო საქართველოს 1970-ანი წლებიდან სწავლობს.
როგორია ამერიკის ბიუჯეტის შემუშავების პროცესი?
თუ ყველაფერი კანონზომიერად მიდის, როგორც წესი, პრეზიდენტი ამზადებს ბიუჯეტს, რომელიც ძალიან დიდი დოკუმენტია. წელს ის ძალიან დიდი არ ყოფილა. ბიუჯეტი ჯერ წარმომადგენელთა პალატაში რამდენიმე კომიტეტს ეგზავნება და შემდეგ, ბიუჯეტის კანონპროექტი სენატში მიდის. სენატი, როგორც წესი, საკუთარ ვერსიას იმუშავებს. ამის შემდეგ ორი პალატის მიერ მიღებული ბიუჯეტის შეჯერება ხდება, რის შემდეგაც მას პრეზიდენტი აწერს ხელს და ბიუჯეტი ამით მტკიცდება.
თუმცა, ბოლო წლებში ბიუჯეტის პროცესი არც ისე კარგად მიმდინარეობდა. ობამა დემოკრატი იყო, კონგრესში უმრავლესობა რესპუბლიკელებს ჰქონდათ. იმის გამო, რომ მათ განსხვავებული საბიუჯეტო პრიორიტეტები ჰქონდათ, ბიუჯეტის მიღება რთულდებოდა. ისინი ხშირად განგრძობით რეზოლუციას იღებდნენ, ანუ სააგენტოებს იმ ოდენობის ბიუჯეტი ეძლეოდათ - მოკლე ვადის განმავლობაში - რაც მათ წინა წელს იმავე პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ.
წელს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში ზოგიერთი სააგენტოს დაფინანსება მნიშვნელოვნადაა შემცირებული. სახელმწიფო დეპარტამენტს, მაგალითად, დაახლოებით 30 პროცენტით უმცირდება ბიუჯეტი. რას ფიქრობთ ამაზე?
ჩვენი საუბრის კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვან ის არის, რომ ეს ბუჯეტი სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებას დრამტულად კვეცავს. ის საგარეო დახმარებების პროგრამების დაფინანსებას, მსოფლიოს მასშტაბით, 20, 30 40 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი პროგრამა, რომელიც ამ თანხებზეა დამოკიდებული, ან დაიხურება, ან მათ დაფინანსების სხვა წყაროები უნდა იპოვონ.
თქვენ საქართველოს დიდი ხანია სწავლობთ...
დიახ! საქართველოს შესწავლა 40 წლის წინ დავიწყე.
დამტკიცების შემთხვევაში, რა შედეგს მოიტანს ეს ბიუჯეტი საქართველოსთვის?
2016 და 2018 წლის ბიუჯეტები რომ შევადაროთ, რაშიც სამხედრო დახმარება არ შედის...
სამხედრო დახმარების თანხა, ალბათ, თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან გამოვა და არა სახელმწიფო დეპარტამენტის.
დიახ. სამწუხაროდ სამხედრო დახმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. როცა ქვეყანას სამხედრო დახმარებას ვაძლევთ, ეს თანხები ამერიკულ კონტრაქტორებთან უნდა დაიხარჯოს.
2016 წელს არა-სამხედრო დახმარება 50 მილიონი დოლარი იყო. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში კი ეს თანხა 34 მილიონია. გასაკვირია ის, რომ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს ამ დრომდე არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა მისი სააგენტოსთვის ბიუჯეტის ასეთ შემცირებას. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ის საკუთარ დეპარტამენტს არ იცავს.
იმის ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო, თუ როგორ იხარჯება USAID-ის ფული, გეტყვით, რომ თელავში, არის პროგრამა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ტექნიკურ განათლებას აწვდის. არ მგონია USAID დიდ თანხას ხარჯავდეს ამ პროგრამაში, მაგრამ მცირედი დახმარების მოკლებაც კი მასზე დიდ უარყოფით გავლენას იქონიებს.
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი თვის ბოლოს საქართველოში ჩავა..
მოკლე ვიზიტით.
დიახ, ვიზიტი მოკლეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი აზრით, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს ამ ვიზიტიდან?
გამომდინარე იქიდან, რომ ის თბილისში ნატოს პროგრამის ფარგლებში ჩადის, უნდა დავასკვნათ, რომ მთავარი აქცენტი სამხედრო თანამშრომლობაზე გაკეთდება. ის საქართველოზე ბევრ კარგ რამეს იტყვის და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.
იმედი მაქვს, რომ ქართველები მას ამ თანხებზე დაელაპარაკებიან და ჰკითხავენ, თუ რას ნიშნავს ასეთი შეკვეცა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის განხილვაში კონგრესში საქართველოს მეგობრები ჩაერევიან, ეს თანხა, სავარაუდოდ, გაიზრდება.
ბიუჯეტის საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის. ჩვენმა თავდაცვის მდივანმაც კი თქვა, რომ საერთაშორისო დახმარების შემცირება თავდაცვის ხარჯების გაზრდას გამოიწვევს იმიტომ, რომ დიპლომატიის და ხალხთაშორისი ურთიერთობების დასუსტება სამხედრო ძალებს პრობლემებს შეუქმნის.
ვიცე პრეზიდენტთან ბიუჯეტზე საუბარი რამდენად გამართლებული იქნება ასეთი მაღალი დონის ვიზიტის დროს?
ჩვეულებრივ არა. მაგრამ როცა კამერები და ჟურნალისტები გავლენ, მაშინ შეიძლება რაღაცის თქმა. საბედნიეროდ, საქართველოს ლიდერებმა ინგლისური ყველამ იცის და იმედი მაქვს ვინმე ჰკითხავს ვიცე პრეზიდენტს, თუ რატომ იკვეცება ბიუჯეტი ასე დრამატულად.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ დაბალ დონეზე ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს. ჩვენი კანონმდებლები საქართველოში ხშირად ჩადიან და ორ ქვეყანას შორის დიალოგი უწყვეტად მიმდინარეობს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები