დღეს Comic-con 2017-ის ბოლო დღეა, სხვადასხვა ფილმებისა თუ სერიალების ახალ ტრეილერებს შორის კი, სან დიეგოში ჩასულ ათასობით კინომოყვარულს საშუალება ჰქონდათ პირველებს ენახათ, Westworld-ის მეორე სეზონი პირველი და Stranger Things-ის ახალი ტრეილერები.

Westworld

როგორც ცნობილია HBO-ს შოუ ეთერში 2018 წელს დაბრუნდება, თუმცა, როგორც შემქმნელები ჯონათან ნოლანი და ლიზა ჯოი ამბობენ, შესაძლოა, მისმა პრემიერამ 2019 წლამდე გადაიწიოს, რადგან 2018 წელს ეთერში სამეფო კარის თამაშების მერვე და ფინალური სეზონი გადის.

Stranger Things

რაც შეეხება ნეტფლიქსის შოუს, როგორც უკვე ვიცით, შოუს მეორე სეზონში ძველი პერსონაჟების გარდა, რამდენიმე ახალსაც ვიხილავთ. სეზონის პრემიერა კი 2017 წლის 27 ოქტომბერს იგეგმება. ტრეილერიდან ვიგებთ ყველაზე მთავარსაც, ილევენი ცოცხალია! (პრინციპში ეს ისედაც ვიცოდით)