აშშ-ს კონგრესმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დაუჭირა მხარი
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი ხმათა უმრავლესობით, 419 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირა. დოკუმენტი განსახილველად სენატს გადაეგზავნება, კანონპროექტის განხილვა შემდეგ სამშაბათს იგეგმება, ამის შემდეგ კი პრეზიდენტის ხელმოწერა იქნება საჭირო.
ახალ დოკუმენტში, რომელიც კონგრესმა, პრაქტიკულად, ერთსულოვნად მიიღო, საუბარია რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების შემოღებაზე და ძველის სანქციების გაფართოება-გამკაცრებაზე.
სანქციების დაწესების გარდა, დოკუმენტი ამერიკის პრეზიდენტს უკრძალავს, ერთპიროვნულად გააუქმოს ეკონომიკური ან პოლიტიკური სანქციები რომელიმე ქვეყნის, კომპანიის, ან ფიზიკური პირის მიმართ. ახალი კანონპროექტით, სანქციების მოსახსნელად პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა სჭირდება. სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი მოხდება დასაბუთება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა შეესაბამება აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს. ასევე, თუ კი დასაბუთებული იქნა, რომ რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს სანქცია, აღარ მონაწილეობს იმ საქმეში, რის გამოც იქნა შემოღებული აკრძალვა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნეს გაუქმებული, თუ რუსეთის ფედერაცია ბოლომდე შეასრულებს „მინსკის ხელშეკრულებას“. ახალი კანონი პრეზიდენტს ართმევს შესაძლებლობას, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით.
184-გვერდიანი დოკუმენტის თითქმის ნახევარი რუსეთს ეთმობა. დოკუმენტში ჩამოთვლილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც არსებობს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის: რუსეთის ქმედებები უკრაინაში, შეტევა აშშ-სა და სხვა ქვეყნების კიბერუსაფრთხოების სისტემებზე. გარდა ამისა, რუსეთი დადანაშაულებულია საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში, ასევე, ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში.
კონგრესმენების ყურადღების ცენტრში მოექცა ისეთი პრობლემური საკითხებიც, როგორებიცაა ადამიანის უფლებები და მედია თავისუფლება რუსეთში. ახალ კანონპროექტში ნახსენებია და მხარდაჭერილია აქამდე მიღებული უკლებლივ ყველა ძველი ამკრძალავი აქტი და სანქცია.
ახალი კანონპროექტით დაწესებული სანქციების მიხედვით, რუსეთი პრაქტიკულად უთანაბრდება ირანსა და ჩრდილო კორეას. დოკუმენტი რუსეთს ამერიკის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების რიცხვს მიაკუთვნებს.
რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებულ სანქციებში საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, კანონპროექტში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაუბრკოლებელ შესვლას ითვალისწინებს.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას, რომ მოსკოვმა უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან.
„რუსეთის ფედერაცია იყენებდა და კვლავ აგრძელებს საქართველოსა და უკრაინაში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის, სადაზვერვო ოპერაციებისა და პროპაგანდისტული კამპანიების გამოყენებას, რაც წარმოადგენს მკაფიო საფრთხეს ევროპისა და ევრაზიის სახელმწიფოებისთვის“, - ნათქვამია კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-მა უნდა გააგრძელოს საქართველოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პროგრამები, რათა ამ სახელმწიფოებში რუსეთის გავლენა შემცირდეს.
ახალ კანონპროექტში ასევე წერია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. დოკუმენტი ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების მხარდასაჭერად მომდევნო წლებში 250 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ძალაში შესვლამდე, კანონპროექტი სენატმა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს. როგორც მოსალოდნელია, დოკუმენტი სენატის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერას მარტივად მოიპოვებს, ამის შემდეგ კი პრეზიდენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად. ტრამპს კანონპროექტზე ვეტოს დადების უფლებაც აქვს თუმცა, ამ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი ამ უფლებას გამოიყენებს, ვინაიდან დოკუმენტი ორივე პალატის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.
ტრამპის ახალი პრეს-მდივნის სარა ჰაკაბი-სანდერსის განცხადებით, პრეზიდენტი მხარს უჭერს დოკუმენტს და იგი მის საბოლოო ვარიანტს ელოდება.
გარდა ეკონომიკური სანქციებისა, რაც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს, კანონპროექტი პრეზიდენტს ართმევს შესაძლებლობას, ერთპიროვნულად მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით.
ამერიკელი კანონმდებლების ამ გადაწყვეტილების მიზეზი, სავარაუდოდ, ტრამპის ბუნდოვანი და გაურკვეველი რიტორიკაა ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის მიმართ. დემოკრატი სენატორის, ბენ კარდინის თქმით, ამ კანონით, ერთიანი კონგრესი უშვებს მნიშვნელოვან სიგნალს ვლადიმერ პუტინთან ამერიკელი ხალხისგან.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები