პარლამენტმა პრეზიდენტის ორი ვეტო დაძლია
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და მის მიერ ორ კანონთან დაკავშირებით გამოყენებული ვეტოები უპრობლემოდ დაძლია.
"თვითმმართველობის კოდექსი" და "საარჩევნო კოდექსი" ის კანონპროექტებია, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტს შენიშვნები ჰქონდა. მისი მოსაზრებები პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც ძირითად, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ფუძემდებლურ პრინციპებს, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს განახორციელონ ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად.
ცვლილების თანახმად, შვიდ თვითმმართველ ქალაქს - თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთასა და ახალციხეს ჩამოერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და ისინი მიუერთდება შესაბამის მუნიციპალიტეტებს. შედეგად, ქვეყანაში, ნაცვლად 12 თვითმმართველი ქალაქისა, დარჩება 5 თვითმმართველი ქალაქი.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გაცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. უკვე დაწყებულია რიგი საორგანიზაციო სამუშაოები. ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადების პირობებში თვითმმართველობის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება და განსაკუთრებით კი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება, დაარღვევს საარჩევნო გარემოს სტაბილურობას და არასასურველ შედეგებს გამოიწვევს.
რაც შეეხება "საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებებს, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს ორგანული კანონის პროექტის თანახმად, იცვლება პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი.
ცესკოს დაკომპლექტების შემოთავაზებული რეგულაცია, ანა დოლიძის აზრით, ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას და არჩევნების მართვის პროცესში პოლიტიკურ პლურალიზმს. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება არსებითი საკითხია, რადგან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისადმი საზოგადოების ნდობასა და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს, ასევე გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები