მეხანძრე-მაშველი რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ ტელევიზიაში საშუალო სიძლიერის ხანძარი იყო და დაახლოებით 25-30 მ2 ფართობია დამწვარი. მისივე თქმით, კერძოდ, იწვოდა დამხმარე სათავსო მეურნეობა - დამწვარია დეკორაციის ნაწილი და რამდენიმე ძველი სკამი, სტუდიაში კი ცეცხლი არ შესულა.

მეხანძრე განმარტავს, რომ კართანვე, შესავლელთან იდგა ე.წ. კერხერი და კომპრესორი და მისივე აზრით, სწორედ იმ ადგილიდან გაჩნდა ცეცხლი.

ტელევიზიის შენობაში შუაღამისას გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლოკალიზებულია. საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. როგორც უწყებაში განმარტავენ ადგილზე გამოძახების შემდეგ 6 სახანძრო ავტომობილი მივიდა.