თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კალაძე და ელისაშვილი ლიდერობენ - NDI-ის კვლევა

ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, NDI-ის გამოკითხვიდან, მთლიანი მოსახლეობიდან, ხმების 30 პროცენტს ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე მიიღებდა, 19 პროცენტს კი ალეკო ელისაშვილი, 18%-ს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, ხოლო ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია – 5 პროცენტს.
უშუალოდ იმ გამოკითხულთა პროცენტული გადანაწილება, ვინც ამბობს, რომ არჩევნებში სავარაუდოდ მიიღებს მონაწილეობას ასეთია:
- კახა კალაძე 37%;
- ალეკო ელისაშვილი 22%;
- ზაალ უდუმაშვილი 16%;
- ელენე ხოშტარია 5%.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის, UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, გამოკითხვას კი CRRC-საქართველო ატარებდა. კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) შესრულდა. 2 261 პირი, პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევით გამოიკითხა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები