მთავრობის განკარგულებით, 2019 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების (მუჯურეთული, ალექსანდროული) სხვა რეგიონში გადამუშვების მიზნით გატანა შეიზღუდება. ამის შესახებ დღეს, 27 ივნისს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაცული ადგილწარმოშობის გამო, 2017 წლის რთველის სეზონზე სუბსიდია შენარჩუნდება ხვანჭკარის ჯიშებზე, ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე და 1კგ-ზე ორი ლარი გაიცემა. ლევან დავითაშვილის მტკიცებით, ყურძნის სუბსიდია რაჭა-ლეჩხუმში ღვინის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარებას ემსახურება.

"2019 წლიდან ხვანჭკარის გადამუშავების პროცესი უნდა მოხდეს უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიახლეა რეგიონის მაცხოვრებლებისათვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ეს უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა და ღვინის კომპანიებს ვაძლევთ ვადას, რომ 2019 წლისთვის დაიჭრონ თადარიგი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაიგეთ მეტი: 2017 წლის რთველზე კახეთში სუბსიდია აღარ გაიცემა