Mastercard-ის გამოწვევა: მოგზაურობა ბათუმში ნაღდი ფულის გარეშე - დღე პირველი
რამდენიმე დღის წინ უცნაური დილა გათენდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც დამირეკავდნენ და მეტყოდნენ, სამოგზაუროდ გიშვებთ, ოღონდ ნაღდი ფულის გარეშეო. როგორც ჩანს, ყველაფერი ხდება. ასეთია თანამედროვე ცხოვრება - გამოწვევებითა და უცნაურობებით სავსე.
Mastercard-მა თავისი ახალი გამოწვევის ფარგლებში (რომელსაც #ბარათისამარა ჰქვია), რამდენიმე ბლოგერი და ჟურნალისტი შეგვკრიბა, რომლებიც საკმაოდ რთული გამოცდის წინაშე დაგვაყენა. ერთი შეხედვით, დავალება მარტივია - ჯაზ-ფესტივალის დღეებში, ოთხი დღის განმავლობაში უნდა ვიცხოვროთ ბათუმში ისე, რომ ნაღდი ფული არ გამოვიყენოთ და მხოლოდ ბარათით ვისარგებლოთ. ალბათ იფიქრებთ, მთავარია ფული გქონდეს და ბარათით სარგებლობა რა პრობლემააო. სინამდვილეში, ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა.
ცხადია, რომ ამ გამოწვევას სიამოვნებით დავთანხმდი. ხანმოკლე ფიქრის შემდეგ, რა დროშიც რისკები კარგად ავწონ-დავწონე, გადავწყვიტე მორიგი უცნაური გამოცდილებისთვის კარი არ მიმეჯახუნებინა და ბარგის შეკვრა დავიწყე. ჩანთაში ტანსაცმელი ჩავაწყვე, ელვა შევუკარი და ღრმად ჩავფიქრდი, კიდევ რისი წაღება დამჭირდებოდა. ავიღე ტელეფონის დამტენი, Mastercard-ის ბრენდირებული Power Bank და პლასტიკური ბარათი. ახლა ზუსტად ვიცი, რომ მზად ვარ.
ვინაიდან ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა, მატარებლის ბილეთების დაჯავშნა ვერაფრით მოვასწარი, ამიტომ იძულებული გავხდი, ალტერნატიული მეთოდებით მეცადა მხურვალე ასფალტის ალში გახვეული თბილისიდან ბათუმისკენ გამგზავრება. დიდი არჩევანი არ მქონია - ან სამარშუტო ტაქსი უნდა შემერჩია ან მინი-ვენი. ჩემი გეგმა ასეთი იყო: მინდოდა მძღოლებისთვის შემეთავაზებინა, რომ მგზავრობის საფასურის ნაცვლად, მათთვის საწვავი ჩამესხა. თავდაპირველად მძღოლებმა ეჭვის თვალით შემათვალიერეს და ახსნა-განმარტებები მომთხოვეს. ერთ-ერთმა ისიც კი მითხრა, 40 ლარის ბენზინი ჩამისხი და გაგიყოლებო, ამ დროს კი მგზავრობა 25 ლარი ღირდა.
ვინაიდან, ნებისმიერი რაციონალური ადამიანი უარს იტყოდა 15 ლარის ჰაერში გაფლანგვაზე, მეც არ დავთანხმდი. ბოლოს, იღბალმა მაინც გამიღიმა: ერთ-ერთმა სამარშუტო ტაქსის მძღოლმა, რომელმაც ადგილები ვერაფრით შეავსო, უფასოდ მგზავრობა შემომთავაზა, ოღონდ თუ გზადაგზა შეივსებოდა, ადგილის დათმობა მომიწევდა. დასაკარგი რა მქონდა? - არც არაფერი.
თბილისიდან შუა დღის სამ საათზე დავიძარით. დასავლეთისკენ მიმავალი გზა მანქანებით დახუნძლული იყო, თუმცა განცდა, რომ რამდენიმე საათში ზღვის სანაპიროზე ფეხშიშველა გავისეირნებდი, საცობისგან მიღებულ ტრავმებს მარტივად შველოდა. საბედნიეროდ, მგზავრობამ ისე ჩაიარა, რომ ადგილის დათმობა არ მომიხდა.
პირველად ბარათით ბათუმში ჩამოსვლისას ვისარგებლე, როცა მაღაზიაში მისულმა, ერთი შეკვრა სიგარეტი და ცივი წყალი ვიყიდე. ალბათ არაფრით გაგიკვირდებათ, რომ სუპერმარკეტში ბარათის გამოყენება გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიდრე ნაღდი ფულის.
ნამდვილი გამოწვევა ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო. უნდა მომეძებნა დასარჩენი ადგილი - სასტუმრო ან კერძო ბინა. ჯაზ-ფესტივალის მოახლოებამ ბათუმს თავისი მაინც დაატყო. თითქმის ყველა სასტუმროში, ადგილები შევსებული და წინასწარ დაჯავშნული დამხვდა. საბოლოოდ, კეთილი ადამიანების დახმარებით, მაინც შევძელი პატარა და მყუდრო სასტუმროში ერთი ოთახის გამონახვა. ბარათით გადახდა არ გამჭირვებია - ბათუმში ყველა სასტუმროში მოქმედებს საბარათე სისტემა.
ახლა უკვე, ყველაფერი რიგზეა. მე ბათუმში ვარ, ჭერიც ნაპოვნი მაქვს და მზად ვარ გამოწვევებისთვის. ნამდვილი თავგადასავალი დღეიდან იწყება. თუ გაინტერესებთ, როგორია ცხოვრება ნაღდი ფულის გარეშე და როგორ შევძლებთ ბარათის ამარა დარჩენილი ადამიანები ოთხი დღის გატარებას, მაშინ თვალი გვადევნეთ Facebook-ზე ჰეშტეგით #ბარათისამარა , #Mastercard, #Cashlesschallenge.
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
კომენტარები