რუსეთი აშშ-სგან დიპლომატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს
რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან დიპლომატების რაოდენობის 455-მდე შემცირებას, ამერიკაში მომუშავე რუსი დიპლომატიური წარმომადგენლების რაოდენობასთან გათანაბრებას ითხოვს. საუბარია 755 დიპლომატზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ამ ცვლილებისთვის სარეკომენდაციო ვადად პირველ სექტემბერია დასახელებული. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის საელჩოს მათ განკარგულებაში არსებული აგარაკით და განთავსებული საწყობებით სარგებლობა აუკრძალა.
საგარეო საქმეთა უწყების ეს გადაწყვეტილება პირველი საპასუხო ნაბიჯია აშშ-ს სენატისა და კონგრესის მიერ შემუშავებულ და მხარდაჭერილ კანონპროექტზე. კანონპროექტი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს კიდევ უფრო ამკაცრებს, აფართოებს და შეუძლებელს ხდის მის გაუქმებას სენატისა და კონგრესის თანხმობის გარეშე.
აშშ-ში ასევე განიხილავენ, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე ამერიკული კერძო და სახელმწიფო კომპანიებისთვის შეზღუდვების და საინვესტიციო მაქსიმუმის დაწესებას. სანქციები გულისხმობს იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების საქმიანობის შეზღუდვას, რომლებიც, კონგრესის აზრით, მონაწილეობდნენ კიბერშეტევებში ამერიკის წინააღმდეგ.
დოკუმენტი ტრამპს დასამტკციბლად 10 დღის განმავლობაში გადაეგზავნება და მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ვეტოს არ გამოიყენებს.
დოკუმენტში ადგილი დაეთმო საქართველოსაც. ამ კანონპროექტის მიხედვით, აშშ-მ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა და მუშაობა, რათა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის გავლენის სფეროდან საქართველოს განთავისუფლება შესაძლებელი გახდეს.
ახალ კანონპროექტს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ის ფინეთში ოფიციალური ვიზიტით 27 ივლისს იმყოფებოდა და ახალ სანქციებზე სწორედ ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პუტინმა ახალ სანქციები, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, შეაფასა როგორც აბსოლუტურად უკანონო და არასამართლიანი.
"როგორც ცნობილია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან დიდი სიფრთხილით ვმოქმედებთ, თუმცა აშშ ს მსგავსს ქმედებებზე რაღაც მომენტში პასუხის გაცემა მოგვიწევს", - აღნიშნა პუტინმა, რომლის თქმითაც ის ელოდება კანონის საბოლოო ვერსიას და სწორედ აქიდან გამომდინარე მიიღებენ საპასუხო ზომებს.
პუტინის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობები ამერიკის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ეწირება. მიუხედავად დაძაბული ფონისა, პუტინმა კვლავ გამოთქვა იმედი, რომ ურთიერთობები აშშ-სთან მაინც დასტაბილურდება. მან უარყო რუსეთის ნებისმიერ მცდელობა ჩარეულიყო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში და ამ თემის ირგვლივ სენატში მიმდინარე გამოძიების ანტირუსული ისტერია უწოდა.
გუშინ, 27 ივლისს სენატმა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტს ახალი სანქციების შემოღების და უკვე არსებულის გამკაცრებისა და გაფართოების შესახებ. 25 ივლისს იგივე გააკეთა ქვედა წარმომადგენლობითმა პალატამაც. მსოფლიო მედიის მხრიდან ახალი კანონპროექტი შეფასდა როგორც ყველაზე მკაცრი სანქცია, ეგრეთ წოდებული "ცივი ომის" პერიოდის შემდეგ.
ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ არსებობდა მოლოდინი, რომ მოხდებოდა იმ დაძაბული ურთიერთობის ნორმალიზება, რაც რუსეთსა და აშშ-ს შორის 2014 წლიდან ვითარდება. ტრამპის გამარჯვებას რუსეთში დიდი სიხარულით შეხვდნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ვერ მოხერხდება ურთიერთობების სტაბილიზაცია.
7 ივლისს პუტინისა და ტრამპის პირველი შეხვედრა შედგა, თუმცა ურთიერთობების ნორმალიზაციის კუთხით გარღვევა არ დაფიქსირებულა. რუსეთის თემა, შიდა პოლიტიკურ ასპექტში, ტრამპისთვის პრობლემური საკითხია.
აშშ-ს სენატში მიმდინარეობს ფართო გამოძიება საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით და ამ საქმეზე დაკითხეს ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ჯეიმს კომი და ასევე ტრამპის უფროსი მრჩეველი, ჯარედ კუშნერი, რომელიც ამავდროულად ტრამპის სიძეა.
თავად ტრამპი მიმდინარე გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს. ხოლო ოფიციალური მოსკოვი - ყველანაირ ბრალდებას უარყოფს.
არსებულ საერთაშორისო და შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ურთიერთობების ნორმალიზაცია აშშ-სა და რუსეთს შორის კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, დღევანდელი მდგომარეობით, ეს ძალზედ შორეულ პერსპექტივაა.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები