ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევისას მუშა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში მიაწოდეს.

მათი ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო.

ტელეკომპანია რუსთავი 2 პროფკავშირების დაყრდნობით აცხადებს, რომ დაშავებულია ორი მუშა. მათივიე ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და თბილისში გადმოჰყავთ. აღნიშნულ ინფორმაციაზე On.ge შსს-დან ელოდება პასუხს.