აფხაზეთში აგვისტო ომის მეცხრე წლისთავზე ვლადიმერ პუტინის ვიზიტია დაგეგმილი

აგვისტო ომის მეცხრე წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის ვიზიტია დაგეგმილი. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა РБК-სთან საუბარში განაცხადა.
პესკოვის ინფორმაციით, თარიღის დაზუსტებაზე, დიპლომატიური არხებით, მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, პუტინი აფხაზეთს, სავარაუდოდ, 8 აგვისტოს, აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე ეწვევა.
პუტინის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინე ზატულინი. მან ვიზიტი სოხუმში გართულებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის საქართველოში ვიზიტს დაუკავშირა. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაულ ხაჯინბასთან.
პუტინი აფხაზეთს ბოლოს 2013 წელს ეწვია და არაღიარებული რესპუბლიკის მაშინდელ პრეზიდენტს, ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები