ქარტიამ რუსული და აზერბაიჯანული პროპაგანდისტული მასალები გაასაჩივრა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ რუსული და აზერბაიჯანული მედიასაშუალებების მიერ მომზადებული პროპაგანდისტული მასალები საკონსულტაციო კომისიაში გაასაჩივრა. პროპაგანდის წინააღმდეგ შემქნილი საბჭო საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის თვითრეგულირების საბჭოს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
ქარტიის პირველი საჩივარი ეხება რუსული მედიასაშუალება - mir24.tv-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხება, სადაც საუბარია, რომ საქართველოში უწყლობისა და უშუქობის გამო მამაკაცმა პროტესტის ფორმას მიმართა და ქალაქში აბაზანა დადგა. რეალურად ეს იყო პერფომანსი, რომელიც ლიბერალმა გააშუქა. რესპონდენტი ინტერვიუში ამბობს, "წყალი გათბა ახლა, ცივს დავამატებ და კიდევ ჩავწვები". mir24-მა კი მისი ეს სიტყვები ასე თარგმნა: "მცხელა. სახლში +35 გრადუსია, ელექტროენერგიის გათიშვის გამო არ შემიძლია კონდიციონერის ჩართვა".
"ჟურნალისტი მიმართავს მანიპულირებას პოლიტიკური მიზნებისთვის. მასალა პროპაგანდისტულია, რასაც ადასტურებს ის, რომ სადავო ჟურნალისტური პროდუქტის შემქმნელები განზრახ აყალბებენ ფაქტებს, რის გამოც მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში არის მძიმე სოციალური ფონი და ხელისუფლების ქმედებების გამო დედაქალაქის მაცხოვრებლები რამდენიმე დღის განმავლობაში არიან ელექტროენერგიის და წყლის გარეშე, რაც თავის მხრივ ისეთ მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას, რომ ისინი იძულებულნი არიან ქუჩაში, საჯაროდ მიიღონ აბაზანა, რათა ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ", - აღნიშნავენ ქარტიაში.
ქარტიის მეორე საჩივარი აზერბაიჯანული haqqin.az-ს წინააღმდეგაა. ვებგვერდმა haqqin.az-მა გამოაქვეყნა მასალა "ანტიაზერბაიჯანული მიწისქვეშა თბილისში: გამოჩენა, ფული, ინსტრუქციები". სტატიაში ე.წ "ფერადი რევოლუციები" საქართველოსა და უკრაინაში, რომელთა ძირითადი საფუძვლები იყო ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში და ცხოვრების დაბალი სტანდარტი, შეფასებულია, როგორც: "დასავლური ჰეგემონიის" ნაყოფი, რაც თავის მხრივ საფრთხედაა შეფასებული.
მასალაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი და ორგანიზაცია "კმარა" აზერბაიჯანში დესტაბილიზაციის მოწყობას უჭერდნენ მხარს, თუმცა ილჰამ ალიევმა შეძლო ქართული რევოლუციური ძალების განეიტრალება. მასალაში მხარდაჭერილია ანტიდასავლური შინაარსის მატარებელი მესიჯი, თითქოს დასავლური შეთქმულების/დასავლური ჰეგემონიის უკან დგას ჯორჯ სოროსი და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. მასალაში ნახსენებია, რომ აზერბაიჯანული რევოლუციური ორგანიზაციები, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირებას ცდილობდნენ, თბილისმა შეიფარა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი კი, რომლიც საქართველოდან გაუჩინარდა დადანაშაულებულია აზერბაიჯანის მიმართ "მტრულად" განწყობილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მასალა მიზნად ისახავს ორ სახელმწიფოს და შესაბამისად ერებს შორის ურთიერთობების გამწვავებას და საქართველოს წარმოაჩენს აზერბაიჯანის მიმართ არა მეგობრულად განწყობილ ქვეყანას, სადაც იგეგმება აზერბაიჯანის საწინააღმდეგო ქმედებები, ძმათამკვლელი ომები.
"სტატიაში მოყვანილი არც ერთი ფაქტი არ არის გადამოწმებული არც ერთ წყაროსთან, რაც საფუძვლიან ეჭვს ტოვებს რომ მათი უმეტესობა ყალბი და ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფია. "დასავლეთი" და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციები აღწერილია, როგორც მტრები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნების დესტაბილიზაციას", - აღნიშნავენ ქარტიაში.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები