GOT-ის მსახიობი, ინდირა ვარმა ელარიაზე, სერსეი ლანისტერსა და ახალ სერიალზე საუბრობს
ელარია სანდი არ მომკვდარა, ის საკუთარი თავის გადასარჩენად თვეების, ან წლების განმავლობაში იბრძოლებს, მაგრამ როგორც ინდირა ვარნა, ელარიას როლის შემსრულებელი ამბობს, ჯერჯერობით მის პერსონაჟს სერიალში ვეღარ ვნახავთ.
მეშვიდე სეზონის მესამე სერიაში სერსეი ლანისტერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის შეუმწყნარებელი დედოფალია. მაგალითად, მაშინ, როდესაც ის სანდების გოგოებიდან ერთ-ერთს კლავს, თანაც ზუსტად იმ მეთოდით, რომლითაც ელარიამ მირცელა მოკლა.
EW-ისთან ინდირა ვარნა საკუთარ პერსონაჟზე, სერიალსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს, ამბობს, რომ ელარიას ფინალი მისთვის გულდასაწყვეტი იყო.
"შოუს შემქმნელებმა დამირეკეს და მკითხეს, მზად ვიყავი თუ არა, რომ აუდიტორიის წინაშე ჩემი პერსონაჟის მთელი ტრაგიზმი მეჩვენებინა. ძალიან აღვფრთოვანდი, თუმცა გულდაწყვეტილიც ვიყავი. ელარია არ მომკვდარა, ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, თუმცა, ჯერ-ჯერობით, მას მაყურებელი ვეღარ იხილავს", ამბობს ინდირა.
მსახიობი იხსენებს ყველაზე ტრაგიკული სცენის გადაღების პროცესსაც და ამბობს, რომ მისი პერსონაჟის სამკაულები სახლში წაიღო.
"ძალიან რთული სამუშაო იყო. იყო ბევრი სისხლი და ცრემლი. ლინა არაჩვეულებრივი მსახიობია, ბრწყინვალე, რამაც მეც და როსაბელასაც (ელარიას შვილის როლის შემსრულებელი) ხელი შეგვიწყო, რომ ეს ეპიზოდი ასეთი გამოსულიყო. რაც შეეხება სერსეის, როგორც რიგითი მაყურებელი, ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გმირია არათუ ამ, არამედ ზოგადად სერიალების ისტორიაში. ბედნიერი ვარ, რომ ლინას გვერდით მუშაობა მომიწია, თანაც ისეთ პერსონაჟით, როგორიც ელარია იყო, სამახსოვროდ მისი რამდენიმე სამკაული წავიღე სახლში".
ინდირა ვარნა მის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ უკვე ახალ სერიალში იღებენ:
"ახლა Channel 4-ისთვის ერთ-ერთ სერიალზე ვმუშაობ, რომელსაც The Truth ჰქვია. სერიალში დედის როლს ვასრულებ, რომელიც განქორწინების შემდეგ თავისზე ბევრად ახალგაზრდა ბიჭთან იწყებს ურთიერთობას. ჩემს პერსონაჟს 12 წლის გოგო და 10 წლის ბიჭი ჰყავს და ერთ დღეს, როდესაც ის ბავშვებს სკოლაში წაიყვანს, ანონიმური მესიჯი მოსდის, რომელშიც წერია, რომ მისი ახალგაზრდა ბოიფრენდი ცდილობს ურთიერთობა დაიწყოს მის პატარა შვილთან. მთელი ისტორიაც ამ მესიჯის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში ვითარდება. ეს არის ისტორია იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც ქალი უფრო და უფრო პარანოიკი ხდება. სერიალის პროდიუსერი ბენედიქტ კამბერბეჩია. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან, ძალიან დაკავებული ვარ რაც დიდებულია", ამბობს ინდირა.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები