ვიდეო: ანჯელინა ჯოლის ფილმის, First They Killed My Father, პირველი ტრეილერი
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ანჯელინა ჯოლი წითელი კხმრების შესახებ გადაღებული ფილმით ბრუნდება.
ფილმი წითელი კხმრების შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც კამბოჯაში, 1970 წლიდან დღემდე, ორ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლეს. სიუჟეტი კამბოჯელი აქტივისტის, ლუნგ ანგის ამავე სახელწოდების მემუარებს ეყრდნობა.
აღსანიშნავია, რომ ფილმი 2 ათასზე მეტ ნამდვილ ისტორიაზე იქნება დაფუძნებული და როგორც კამობჯელები ამბობენ, ეს ფილმი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ზედმიწევნით ასახავს მათი ქვეყნის ისტორიის ნაწილს.
უნდა ითქვას ისიც, რომ გასული კვირას ანჯელინა ჯოლი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ჟურნალ Vanity Fair-ისთვის მიცემული გულწრფელი ინტერვიუმ მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებების მთავარ თემად იქცა.
ვრცელ ინტერვიუში ანჯელინა ჯოლი არა მხოლოდ პირადს, არამედ მის კარიერასაც შეეხო. ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტი კი სწორედ First They Killed My Father-ზე გააკეთა.
ჯოლის თქმით, მთავარი როლის შესასრულებლად მას არაპროფესიონალი მსახიობი ბავშვის დამტკიცება სურდა, ამიტომ უჩვეულო კასტინგი მოაწყო.
"მოვიწვიეთ ადგილობრივი ბავშვები, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში, ცუდ პირობებში იზრდებოდნენ, წინ რამდენიმე კუპიურა დავუდეთ და ვუთხარით, რომ ფული მოეპარათ. ამის შემდეგ მე გავეკიდებოდი და როდესაც დავიჭერდი, მათ დამაჯერებლად უნდა ეთქვათ ტყუილი, თუ რატომ მოიპარეს ფული. პირველივე სინჯებზე ერთი გოგონა ავარჩიე. მისმა ისტორიამ შემძრა, როგორც აღმოჩნდა, ის ყველაფერზე იყო წამსვლელი ამ ფულის შესანარჩუნებლად, რადგან ოჯახს ძალიან უჭირდა", იხსენებდა ჯოლი.
ჯოლის ამ ისტორიას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა, სოციალური ქსელში მომხმარებელთა ერთი ნაწილი და ტაბლოიდები ვარსკვლავს ბავშვებთან სასტიკად მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ადამიანს, რომელიც ამდენ ქველმოქმედებას ეწევა, ასეთი შეცდომების არ უნდა მოდიოდეს.
მოგვიანებით იგივე თემაზე განცხადება თავად ანჯელინა ჯოლიმაც გააკეთა და თქვა, რომ გაოგნებულია იმით, თუ როგორ აღწერა Vanity Fair-ის ჟურნალისტმა მისი მონათხრობი.
ჯოლი ამბობდა, რომ ყველაფერი, რაც გადასაღებ მოედანზე ხდებოდა, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით მიმდინარეობდა.
"გადაღებაში ჩართული იყვნენ მშობლები, სახალხო დამცველი, ექიმები და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავდნენ ბავშვებზე. ყველა დარწმუნებულები იტყვიან იმას, რომ არც ერთ ბავშვს მათთვის საფრთხის შემცველი არაფერი გაუკეთებია, მით უმეტეს მე არ დავუშვებდი რამე ისეთს, რაც ბავშვების ფიზიკურ თუ სულიერ მდგრადობას რაიმე საფრთხეს შეუქმნიდა. სამწუხაროა, მაგრამ მიწევს შეგახსენოთ, რომ რაც ფილმში ხდება ყველაფერი რეალური არ არის", - ამბობს ჯოლი.
ჯერ არ გამოსული, მაგრამ უკვე სკანდალურად შერაცხული ფილმის პრემიერა ნეტფლიქსზე 15 სექტემბერს შედგება.
ანჯელინა ჯოლის ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ აქ - ანჯელინა ჯოლის პირველი, გულწრფელი ინტერვიუ ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები