Sony-მ და IBM Research-მა ერთობლივი პროექტის ფარგლებში ახალი მაგნიტური ლენტი შექმნეს, რომელიც ხელისგულის ზომის კარტრიჯში 330 ტერაბაიტ ინფორმაციას დაიტევს. აქამდე, ამ ზომის კარტრიჯები მხოლოდ 15 ტერაბაიტს იტევდა.

უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ამ კარტრიჯზე მთელი ვიკიპედიის 3 379-ჯერ ჩაწერა შეიძლება. ცხადია, ეს ახალი მოწყობილობა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის არ არის და ძირითადად დატა ცენტრებისა და სერვერებისთვის იქნება განკუთვნილი.

მაგნიტური ლენტის ყოველ 2,5 სმ2-ზე 201 GB ინფორმაცია ეტევა.