საპატრიარქოს კაპიტალი – მულტიმედიური პროექტის პრეზენტაცია
დღეს, 4 აგვისტოს "ინდიგოს" ინტერაქტიული, მულტიმედიური პროექტის "საპატრიარქოს კაპიტალის" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანი იყო იმ დოკუმენტების შესწავლა, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოსა და სინოდის წევრების ქონების, ბიზნესისა და არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ.
ფონდ ღია საზოგადოების მხარდაჭერით, შეისწავლეს დაახლოებით ხუთი ათასი დოკუმენტი. უძრავი და მოძრავი ქონებას, ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დოკუმენტების შესწავლას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა.
ნინო ჯაფიაშვილის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნდოვანების გაფანტვა იყო:
"ეს პროექტი სწავლობს მართლმადიდებელი ეკლესიის რეგისტრირებული ქონების მასშტაბებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შესაძლებელი გახდა საჯარო დოკუმენტების ერთად თავმოყრა. ამ პროექტის მთავარი ამოცანა იყო, ბიუჯეტის მონიტორინგი, რადგან ჩვენ ვეძებდით და ჩვენი ამოცანა იყო იმის პოვნა თუ სად მიდის დაფინანსება ბიუჯეტიდან".
კვლევის ავტორების განცხადებით, პროექტის ფარგლებში დათვალეს, რა მასშტაბის უძრავ ქონებასა და მიწას ფლობს ეკლესია. მათივე თქმით, გამოიკვეთა, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტია ვიდრე მანამდე წარმოედგინათ.
პროექტი შედგება რამდენიმე თავისგან:
- კონსტიტუციური შეთანხმების ანალიზი, რისი მიზანიც იყო გამოეკვეთათ გარკვეული ტიპის პრივილეგიები, რომლებიც გააჩნია რელიგიურ ორგანიზაციას. ამ თავის ფარგლებში დათვალეს, რა მასშტაბის უძრავ ქონებასა და მიწას ფლობს ეკლესია;
- საბიუჯეტო სახსრები. ამ თავში მნიშვნელოვანი იყო, თუ რამდენი ირიცხება ამ ორგანიზაციის ანგარიშზე ბიუჯეტიდან;
- პროცესის სამართლებრივი მხარე, როგორ მიმდინარეობს ეკლესიისათვის სახელმწიფოს მიერ აღიარებული, მიყენებული ზიანის კომპენსაციის და სამართლინობის აღდგენის პროცესი. რა სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობა ეს საკითხი;
- უმაღლესი სასულიერო პირების უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია. რა ბიზნესებს ფლობენ სასულიერო პირები და რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს მართავენ;
- საჩუქრები - რომელი მთავრობა რას ჩუქნის საქართველოს საპატრიარქოს;
- განათლების ალტერნატიული სისტემა - ის კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციები, რომელსაც მართავს საქართველოს საპატრიარქო. ასევე, თუ რაში დებს საპატრიარქო ყველაზე მეტ რესურს;
ნინო ჯაფიაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ყველა დოკუმენტი საჯარო და ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, ყველა ადამიანს აქვს საშუალება, მოიძიოს და მიამატოს ახალი ინფორმაციები და მაგალითები:
"მთელი პროცესი ქონების გადაცემის, იქნება ეს მატერიალური, არამატერიალური, უძრავი თუ მოძრავი, დაფუძნებულია დიდწილად სწორედ ამ ფუნდამენტურ დოკუმენტზე, რომელიც ხან კარგად არეგულირებს ხან კი, ბუნდოვანებას ტოვებს ქონების გადაცემის პროცესში ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს უნდა ყოფილიყო პროექტის ნაწილი".
პროექტის ავტორები იყვნენ: მკვლევარი-ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე, რედაქტორი და ერთ-ერთი ავტორი ნინო ლომაძე, დიზაინერი გიორგი წოწკოლაური და ვებ დეველოპერი დათო მაკარიძე.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები