მიზეზები, რის გამოც მეგ რაიანი ჰოლივუდიდან გაუჩინარდა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეგ რაიანი ჰოლივუდის ლეგენდაა. ფილმებით When Harry Met Sally, Sleepless in Seattle და You've Got Mail, მსახიობმა მოახერხა, ამერიკულ შოუ-ბიზნესში ოქროს ასოებით შესულიყო.
მაგრამ თუ ვიკითხავთ, ბოლოს რომელი ახალი ფილმი ნახეთ სადაც ის თამაშობს, დარწმუნებული ვარ ამაზე პასუხი არავის არ გექნებათ, ერთი მიზეზის გამო, 55 წლის მეგ რაიანს ათი წელია რაც მთავარი როლი არც ერთ ფილმში არ უთამაშია, მისი კარიერა კი ძირითადად უხარისხო კომედიური ფილმებისა და მეორეხარისხოვანი როლებით შემოიფარგლებოდა.
რომანტიკული კომედიების ექს დედოფალს, როგორც მას ამერიკული პრესა მოიხსენიებს, სამომავლო პროექტებში ერთი სერიალი აქვს. ვნახოთ მოახერხებს თუ არა ის ძველი დიდების თუ არა, მისი მცირე ნაწილის დაბრუნებას მაინც, მანამდე კი მოდით ვნახოთ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მისი გაუჩინარების მიზეზები.
უბრალოდ გადაიღალა
რაიანი ჰოლივუდში 35 წლის წინ მოვიდა და შეიძლება ითქვას, გამოჩენის დღიდან საკუთარ ნიშა დაიკავა. ის ამერიკულმა მედიამ რომანტიკული კომედიების დედოფლად შერაცხა. 35 წელი მუდმივი გადაღებები, ფოტოსესიები, ინტერვიუები, პაპარაცების კუდში დევნა, წითელი ხალიჩები, დაჯილდოებები, შეხვედრები და ა.შ. შესაძლოა მისი გადაღლის მიზეზი გამხდარიყო რაც ხსნის კიდევაც იმას, რომ მსახიობი ეკრანიდან და მედიის ყურადღების ცენტრიდან გაუჩინარდა.
როლებს დაკვირვებით აღარ ირჩევდა
მოდით დავფიქრდეთ და გაიხსენეთ 1998 წლის შემდეგ მეგ რაიანმა რომელ კარგ ფილმში ითამაშა? Proof of Life? Kate & Leopold? კარგი ბატონო, შეიძლება ის ყოველთვის დიდი ვარსკვლავების გვერდით თამაშობდა, როგორებიც დაიან კიტონი, ლიზა კადროუ, ჰიუ ჯეკმანი, რასელ ქროუ და სხვა მსახიობები არიან, მაგრამ არც ერთი ფილმი არაფრით გამოირჩეოდა და ერთადერთი, რაც ამ კინოსურათებზე შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ერთხელ ნახვად ღირს. პრესამ ამის შესახებ ყველაზე მეტად 2008 წელს ალაპარაკდა, როდესაც ეკრანზე The Women გამოვიდა. "კომედიური დრამა ვარსკვლავური შემადგენლობით, მაგრამ წარუმატებლობისთვის განწირული. ყველაზე ცუდი ფილმი რომელიც ოდესმე გამოსულა", წერდნენ ამერიკულ პრესაში. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამ როლებმა და წარუმატებელმა ფილმებმა მეგ რაიანი ნელ-ნელა ჰოლივუდს დააშორა და მივიღეთ ის, რომ ის შოუ-ბიზნესის რადარებიდან საერთოდ გაქრა.
დრამა პირად ცხოვრებაში
2000-იანების დასაწყისში პრესა ალაპარაკდა, რომ მეგ რაიანი ქმარს, დენის ქუადს რასელ ქროუსთან ღალატობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სასიყვარულო სამკუთხედის არც ერთ წარმომადგენელს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, საბოლოოდ რაიანის ათ წლიანი ქორწინება დაინგრა. ამ თემაზე მეგმა მხოლოდ 2008 წელს გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ საერთოდ არ ანაღვლებს ხალხი მასზე რას ფიქრობს.
"არ მაღელვებს რას ფიქრობს ხალხი ჩემზე. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და შემიძლია გავაკეთო ის რაც მსურს, არ ვაპირებ პრესის რადარებზე გამუდმებით ყოფნას, მინდა ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით", ამბობდა მსახიობი.
ამ ინტერვიუდან ორი წლის შემდეგ მსახიობმა ურთიერთობა ამერიკელ კომპოზიტორთან ჯონ მელინკამპთან დაიწყო, რომელთან ურთიერთობაც 2014 წელს დაასრულა. მათ მოგვიანებით ისევ სცადეს ყველაფრის თავიდან დაწყება, თუმცა რამდენიმე თვეში დაშორდნენ.
მისი ადგილი სხვა მსახიობებმა დაიკავეს
მთელი თავისი აქტიური კარიერის განმავლობაში, რაიანი ყოველთვის A კლასის ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა ნელ-ნელა მისი ჩანაცვლება სხვა მსახიობებმა დაიწყეს, თანაც იმ როლებით, რომელიც პირველად მეგს შესთავაზეს მან კი სხვა პროექტებში თამაში არჩია. ამის ნათელი მაგალითია ჯულია რობერტსის ფილმი ლამაზმანი, რომელშიც თავდაპირველად სწორედ მეგ რაიანს უნდა ეთამაშა, მან კი უარი თქვა. ფილმი ეკრანზე 1989 წელს გამოვიდა, ამერიკულ პრესაში კი აქტიურად დაიწყეს იმის წერა, რომ რობერტსის სახით რაიანს დიდი კონკურენტი გამოუჩნდა, რამდენიმე წელში კი პრესის პირველ გვერდებზე ჩნდება წარწერები - მშვიდობით მეგ, ამერიკას ახალი საყვარელი მსახიობი, ჯულია რობერტსი ჰყავს. რობერტსის გარდა მეგისთვის განკუთვნილი როლები წარმატებით გადაინაწილეს ჯენიფერ ენისტონმა, რიზ უიზერსპუნმა, სანდრა ბულოკმა და სხვებმა. საბოლოოდ კი რაიანს მხოლოდ თაროზე დიდი ხნის წინ შემოდებული სცენარების ცუდი ეკრანიზაციები ერგო. ჰოლივუდმა კარი მიუხურა და სხვა მსახიობებს გაუღო.
ახალი გარეგნობა
ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ მეგ რაიანი წითელ ხალიჩაზე ისევ გამოჩნდა და ყურადღების ცენტრშიც მოექცა, თუმცა ამჯერად სულ სხვა კუთხით. პრესა წერდა, რომ რომანტიკული კომედიების ყოფილი დედოფალი ბოტოქსისა და პლასტიკური ოპერაციებისგან საერთოდ არ ჰგავდა იმ ქალს, რომელიც წლების წინ ამერიკელების საყვარელი მსახიობი იყო. ტაბლოიდებმა მაშინვე დაიწყეს საუბარი თუ რა გახდა მსახიობის ასეთი ცვლილების მიზეზი, ზოგმა ეს დეპრესიას მიაწერა, ზოგმა თქვა, რომ მას გაახალგაზრდავება და ძველი დიდების დაბრუნება სურდა, თუმცა იქვე აღნიშნავდნენ, რომ ასეთი გარეგნობით რომანტიკული კომედიების დედოფალს მხოლოდ ჰორორის ჟანრში შეეძლო ძალების მოსინჯვა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები