პარტია ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ახალგაზრდებთან ერთად, ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. საოკუპაციო ხაზთან იყვნენ ახალგაზრდებიც. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ევროპული საქართველო ამ აქციით აჩვენებს, რომ ჩვენ არასოდეს შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვია რუსეთმა. აქ, ამ ადგილიდან პირდაპირ ჩანს ცხინვალი, 500 მეტრია ცხინვალამდე, აქ გადის საოკუპაციო ხაზი და ეს არის ის ხაზი, რომელიც საქართველოს მიწის გარდა, ასევე გადის ნებისმიერი ქართველი პატრიოტის გულზეც. ჩვენი მთავრი ამოცანა იქნება გავამთლიანოთ ქვეყანა", - განაცხადა ერგნეთში დავით ბაქრაძემ.