დღეს, 8 აგვისტოს, ბათუმში, სახლში გარდაცვლილი ორი ახალგაზრდა იპოვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პირველად დათვალიერებით, გარდაცვლილ ახალგაზრდებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, აჭარაში მყოფ ახალგაზრდებს მშობლები ოთხი დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ. ბათუმში ჩასულ მშობლებს სახლი, რომელიც მათ ნაქირავები ქონდათ, დაკეტილი დახვდათ. კარები ძალის გამოყენებით გატეხეს, შიგნით შესულებმა კი ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვეს.