ორი თეორია, რომელიც ლანისტერების მოძულეებს არ გესიამოვნებათ
HBO-ს სამეფო კარის თამაშების თაყვანისმცემლები სერიიდან სერიამდე ახალ-ახალ თეორიებს გვთავაზობენ და ცდილობენ გამოიცნონ, როგორ განვითარდება მოვლენები ვესტეროსში.
ორი ახალი თეორიის მიხედვით, ლანისტერებს საგრძნობი უპირატესობა შეიძლება მიეცეთ. რამაც ბრძოლების დინამიკა, შესაძლოა, საერთოდ შეცვალოს.
1. ვინ უღალატებს დენერის ტარგარიანს?
როგორც გახსვოთ, კარტში (Qarth) ყოფნისას დენის უწინასწარმეტყველეს, რომ მას სამჯერ უღალატებდნენ. ერთხელ სისხლისთვის, ერთხელ ფულისთვის და ერთხელ სიყვარულისთვის.
პირველი ორი ღალატი უკვე ახდა:
მირი მაზ დურმა, ლაზარელმა ექიმბაშმა და ჯადოქარმა, ხალ დროგო და დენის მუცლადმყოფი შვილი მოტყუებით მოკლა და ამით მისი ხალხის დარბევასა და განადგურების გამო შური იძია. ეს სისხლის გამო ღალატი იყო.
ფულის გამო კი მას ჯორა მორმომნტმა უღალატა, რომელიც რობერტ ბარათეონს ემსახურებოდა და ამაში შესაბამის გასამრჯელოს იღებდა.
დარჩა მესამე ღალატი - სიყვარულისთვის ღალატი. ამის შესახებ უამრავი თეორია არსებობდა, მაგრამ ბოლო სერიის შემდეგ ერთი ყველაზე მტკივნეული და რეალური ვერსია წამოიჭრა.
ბოლო სერიის ბოლო სცენაში ნახავდით, როგორ ინერვიულა ტირიონმა მის ძმაზე. "გაიქეცი, იდიოტო!", ამბობდა ტირიონი, როცა დაინახა, რომ ჯეიმი ბრძოლის ველის დატოვებას არ გეგმავდა და პირიქით, დრაკონის ან დენის მოსაკლავადაც კი წავიდა. ამ სცენაში კარგად გამოჩნდა, რომ ტირიონს თავისი ძმა ძალიან უყვარს. ცხადია, ეს ისედაც ვიცოდით და სერიალის ერთგულ მაყურებელს ემახსოვრება, რაოდენ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ძმებ ლანისტერებს ერთმანეთთან. მაგრამ ამ სცენაში ტირიონმა ძმის დაკარგვის რეალური საფრთხე დაინახა. ალბათ მან ისიც იცის, რომ ჯეიმი ტყვედაც რომ ჩავარდეს, დენი დიდად გულმოწყალე არ იქნება.
შესაბამისად, წარმოიშვა აზრი, რომ დენის, მესამედ, სიყვარულისთვის სწორედ ტირიონ ლანისტერი უღალატებს. ეს თუ ასე მოხდა, საინტერესო იქნება, როგორ განვითარდება ურთიერთობა სერსეისა და ტირიონს შორის. სერსეის ჯოფრის მკვლელად ისევ ტირიონი მიაჩნია, მაგრამ ჯეიმის აქვს კრიტიკული ინფორმაცია, რომელმაც, შესაძლოა, ოჯახი ისევ შეკრას. მაგალითად, სერსეი ბოლოს და ბოლოს მიხვდეს, რომ ტირიონი მტერი არ არის, რომ მან ადრეც გადაარჩინა ლანისტერები ტახტიდან ჩამოგდებასა და სიკვდილს. თუმცა შვიდი სამეფოს ამჟამინდელი დედოფალი არაპროგნოზირებადი პერსონაჟია.
რაც შეეხება დენის, ასეთი ღალატის შემთხვევაში, შესაძლოა, ის გაცეცხლდეს და ბოლოს და ბოლოს გადაბუგოს მთელი ქინგსლენდინგი.
2. მოკვდება თუ არა დენის დრაკონი - დროგონი
სიმბოლური იყო ის ფაქტი, რომ დოთრაკიელებისგან შემდგარ დენის არმიას წინ სწორედ ხალ დროგოს სახელის მქონე შავი დრაკონი მიუძღოდა. თუმცა ამავე სიმბოლიზმში სამეფო კარის თამაშების ფანებმა სხვა პერსპექტივაც დაინახეს, რომელიც არც თუ ისე კარგია.
როგორც იცით, დროგონი ბრონის მიერ ნასროლი უზარმაზარი ისრით განიგმირა და სწორედ ისეთი ჭრილობა მიიღო, რომელმაც ხალ დროგო შეიწირა.
ანტი-დრაკონული მოწყობილობა სერსეის ერთგულმა მსახურმა, შავბნელმა მეისტერმა ქაიბირნმა შექმნა, რომელიც, როგორც იცით, საწამლავთანაც მეგობრობს. ცხადია, სერსეიმაც და ქაიბირნმაც იცოდნენ, რომ ერთი, ორი ან თუნდაც სამი ისრით დრაკონს ვერ მოკლავდნენ. სავარაუდოდ, მათი გათვლა ისეთი სიმძლავრის იარაღი იყო, რომელიც შეძლებდა დრაკონის ფარფლებისა და კანის გაჭრასა და მის სისხლამდე მიღწევას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ანტი-დრაკონული ისრები მომაკვდინებელი საწამლავით იყო დამუშავებული და შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ დროგონი მოკვდეს და დენი მხოლოდ ორი დრაკონის ამარა დარჩეს.
ამ ორიდან ერთი თეორიის გამართლების შემთხვევაშიც ლანისტერები კიდევ ერთ პატარა გამარჯვებას მიიწერენ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები